მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News

სნო

მისაქციელი, მცხეთის რაიონი, 3308 თბილისი, საქართველო
+995 322 470 409
info@aquageo.ge
http://aquageo.ge

შპს “აქვა გეო” 2009 წელს შეიქმნა. ISO და HACCP სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს მრავალსაფეხურიან დაცვას წარმოების ყველა ეტაპზე, რაც წყლის მაღალი ხარისხის გარანტია. კომპანიას წყლის ორი ძირითადი ხაზი აქვს. წყალი “სნო” ისხმება 0.5, 1, 1.5, 4, 6, 8, 10 ლიტრიან პეტის ბოთლებში, 0.5 ლიტრიან შუშის ბოთლში და 19 ლიტრიან ბოცაში. საბავშვო წყალი “სნო” უახლესი პროდუქტია წარმოდგენილი 0.33 და 1.5 ლიტრიანი ფორმატით, რომლის ტარა დამატებით გადის რადიაციულ და ბისფენოლ ა-ს (BPA Free) შემცველობაზე დამატებით კონტროლს. ამასთან მისი წარმოების სტანდარტები და რეგულაციები არის უმკაცრესი. შპს „აქვა გეო“ ერთადერთია, რომელიც ფლობს ოფიციალურ სახელმწიფო ნებართვა-ლიცენზიას საბავშვო წყლის წარმოებაზე.

საქართველო ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა თავისი ჰიდროგეოლოგიური რესურსებით, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით და წარმოადგენს დროში განახლებად რესურს. ჰიდროგეოლოგიურ რესურსებში მოიაზრება მტკნარი მინერალური და თერმული წყლები. ჩვენი წყლის კვების არე მდებარეობს დიდი კავკასიონის ცენტრალური ნაწილის სამხრეთ ფერდობზე ზღვის დონიდან 1700 მეტრზე.

სნო! კამკამა და გემრიელი წყალია, რომელიც მთებში იბადება, შემდეგ დაბლა ბარისკენ ეშვება და მუხრანის ველის ქვეშ წყლის აუზს ქმნის. კომპანია „აქვა გეო“-ს ქარხანაც სწორედ აქ მუხრანის ველზე მოიპოვებს მას.

წყლის მოპოვება 150 მეტრის სიღმიდან ხდება. წყლის რესურსი მიწის ზედაპირიდან 4 წყალგაუმტარი შრით არის იზოლირებული და ამის გამო ის ნატურალურად არის დაცული ნებისმიერი სახის დაბინძურებისგან.