მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სიღნაღი, შპს

სიღნაღი, შპს

სიღნაღის რაიონი, სოფელი ძველი ანაგა
+ 995 599 50 49 10
oil.sighnaghi@gmail.com
FB/ზეთი სიღნაღი

შპს “სიღნაღი” 2016 წლის ზაფხულში დარეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც ნატურალურ პროდუქტს – არარაფინირებულ ზეთს “სიღნაღი” აწარმოებს.

100%-იანი მზესუმზირის არარაფინირებული კახური ზეთი “სიღნაღი” პირველად 2016 წლის შემოდგომაზე ჩამოისხა და ნოემბერში უკვე ბაზარზე გავიდა. პროდუქციის ბაზარზე გასვლა და მომხმარებლის მიერ მისი აღიარება იმდენად მომენტალურად მოხდა, რომ ამას თვით მწარმოებელიც კი არ ელოდა. ბრენდი მონაწილეობდა 2016 წლის 23-24 დეკემბერს გამართულ “ახალი ქართული ნაწარმის ფესტივალი 2017”-ზე, რომელმაც სერიოზული ბიძგი მისცა ბრენდის ცნობადობას და გაყიდვებს.

ინტერესი და გაყიდვები იმდენად დიდი იყო, რომ ზეთის მთელი პარტია ორ თვეში გაიყიდა. მოულოდნელი წარმატების შედეგად, კომპანიის გადაწყვეტილებით 2017 წელს კახეთში ფერმერებთან ერთად მზესუმზირა კიდევ უფრო დიდ ფართობზე გაშენდა, რათა მეტი მოსავალი მოვიდეს და ზეთის შემდგომი პარტია გაცილებით დიდი მოცულობით დამზადდეს.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...