მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბიზნესის მართვის ავტომატიზირებული სისტემა ”APEX”

ბიზნესის მართვის ავტომატიზირებული სისტემა ”APEX”

ბელიაშვილის 8, თბილისი, საქართველო
+ 995 32 20 55 05
office@apex.ge
http://apex.ge

შპს აპექსი 2004 წლიდან საშუალო და დიდ კომპანიებს სთავაზობს აღრიცხვის, ანალიზისა და ბიზნეს-პროცესების მართვის ავტომატიზირებული სისტემა ”APEX”-ს. სისტემა ერთიანი მონაცემთა ბაზის საშუალებით ახორციელებს საწარმოო და სავაჭრო პროცესების, სასაწყობო მეურნეობისა და საბუღალტრო-ოპერაციების აღრიცხვასა და საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების სრულ ავტომატიზაციას.

კომპანიის მთავარი პროგრამული პროდუქტია აღრიცხვის, ანალიზისა და ბიზნეს-პროცესების მართვის ავტომატიზირებული სისტემა ”APEX”.

სისტემის ძირითადი მოდულების ჩამონათვალი:
• აღრიცხვა-ანგარიშგების მოდული (ბუღალტერია);
• სასაწყობე ოპერაციების წარმოების მოდული (საწყობი);
• საბითუმო ვაჭრობის მოდული (საბითუმო ვაჭრობის ტერმინალი);
• საცალო ვაჭრობის ობიექტებში სავაჭრო ოპერაციების მოდული (საცალო ვაჭრობის ტერმინალი);
• დებიტორებთან ანგარიშსწორების დეტალიზაციის მოდული;
• კრედიტორებთან ანგარიშსწორების დეტალიზაციის მოდული;
• მზა პროდუქციის წარმოების მოდული (წარმოება);
• მარკეტინგული აქციების მართვის მოდული (მარკეტინგი);
• კორპორატიული ფასდაკლების ბარათების მართვის მოდული;
• საქონლის ფასების მართვის ცენტრალიზებული მოდული;
• ფასდაკლებების მართვის ცენტრალიზებული მოდული;
• მზა პროდუქციის რეცეპტებისა და შემადგენელი კომპონენტების მართვის მოდული;
• სასაქონლო მარაგების ოპტიმიზაციისა და ვადიანობის კონტროლის მოდული;
• კლიენტების ხელშეკრულებების აღრიცხვისა და კონტროლის მოდული;
• პერსონალისა და ხელფასის აღრიცხვის მოდული;
• ელექტრონული კომერციის მოდული;
• RS.GE – შემოსავლების სამსახურის სერვისებთან ინტეგრაციის მოდული;
• ბანკთან ინტეგრაციის მოდული;
• ფიქსირებული აქტივების მართვის და აღრიცხვის მოდული;
• დისტრიბუცის (PreSale & VanSale) მართვის მოდული;
• რესტორნის მართვის მოდული;
• ანალიზის, რეპორტინგისა და ანგარიშგების ბაზური მოდული;

კომპანია მომსახურებას უწევს არსებული კლიენტებს, რომლებიც APEX-ის პროგრამული პროდუქტებით სარგებლობენ. მომსახურება მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
• დანერგილი სისტემის ტექნიკური მხარდაჭერა;
• კონსულტაცია საფინანსო და სააღრიცხვო საკითხებში;
• ტექნიკური საშუალებების მომსახურეობა;
• ტრეინინგები პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით;

საქართველოში მოქმედი მსხვილი და საშუალო კომპანიების მოკლე ჩამონათვალი რომლებიც იყენებენ “აპექსი”-ს ბიზნეს გადაწყვეტილებებს: სს „ვისოლ პერტოლიუმ ჯორჯია“, სს „ჯი-პი-სი“, სს „ნიკორა“, სს „თი-ბი-სი ბანკი“ სს „საქკაბელი“,, ჰიპერმარკეტი „გუდვილი“, შპს „თბილისის მიკროავტობუსი“, შპს „დემასი”, შპს „მადაგონი“, შპს „ლოიდლი“, შპს „დაგი“, შპს „კამპა“, შპს “ასკანელი ძმები”, შპს “თბილცემენტ გროუპ”, შპს „ელიზი ჯგუფი“, შპს „ჯეომილ“, ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“, ჰიპერმარკეტი „ბრიკორამა“.