მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სიპ 3

სიპ 3

სს საქკაბელი საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა 1958 წელს დაარსდა და მის ძირითად ფუნქციას ათობით დასახელების სპილენძისა და ალუმინის არაიზოლირებული, ძალოვანი, სამონტაჟო, თვითმზიდი, საკონტროლო და სასიგნალო კაბელების წარმოება წარმოადგენს. ათობის დაასახელების პროდუქცია ბრენდული დასახელებით – „საქკაბელი“ იყიდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. წარმოებული პროდუქციის სრული ჩამონათვალი და დეტალური დახასიათებები იხილეთ აქ.

სიპ 3 – თვითმზიდი ალუმინის შემჭიდროებულ ერთ ძარღვიანი სადენი, სინათლემდგრადი პოლიეთილენის იზოლაციით. გამოიყენება საჰაერო გადამცემ ხაზებში ნომინალურ ძაბვაზე 10/30 კვ მეორე და მესამე ტიპის ატმოსფერულ ჰაერში სტანდარტ 15150-69-ის შესაბამისად მათ შორის ზღვისა და მლაშე ტბების სანაპიროებზე და სამრეწველო და მლაშექვიშიან რაიონებში. სადენის სამუშაო ვადა: არანაკლებ 40 წელი. ექსპლოატაციის საგარანტიო ვადა: 3 წელი ექსპლოატაციაში შესვლიდან (დამზადებიდან არა უგვიანეს 6 თვეში).

სს საქკაბელი ბაზარზე თავის დამკვიდრებას პროდუქციის მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით ახერხებს. ბაზარი მზარდია და ხარისხიან საკაბელო პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პროდუქციას გააჩნია მაიდენტიფიცირებელი  აღნიშვნები, რითაც უტყუარადაა შესაძლებელი დადგინდეს მწარმოებელი ქარხანა, გამოშვების ზუსტი დრო, პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ყველა საჭირო ტექნიკური პარამეტრი.