მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სვეპი, შპს

სვეპი, შპს

კომპანიის დასახელება: შპს სვეპი
მისამართი: ქ. ბათუმი, სულაბერიძის 39
ვებსაიტი: http://svepi.ge/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SVEPI-370748820280/
ტელეფონი: 568 68 27 87
ელ.ფოსტა: info@svepi.ge

კომპანიის ისტორია 1996 წლიდან იწყება, როცა ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანებმა ნახევარფაბრიკატების პირველი პარტია აწარმოა. მაშინ საქმეს საოჯახო ბიზნესის სახე ჰქონდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შპს სვეპი 2008 წელს ჩამოყალიბდა და დღემდე აჭარის რეგიონში, ძირითადად კი ქალაქ ბათუმში ახდენს პროდუქციის რეალიზაციას. სავაჭრო ნიშანი – “სვეპი” 2008 წელს დარეგისტრირდა.

დაფუძნებიდანვე კომპანიის ხედვა გულისხმობს გაყინული ნახევარფაბრიკატების შესახებ იმ სტერეოტიპის დამსხვრევას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ყალიბდებოდა საქართველოში და მათ შორის რა თქმა უნდა აჭარაშიც. კომპანია იმ პირველებს შორის იყო, რომელთაც უარი თქვეს ნაწარმში ისეთი ინგრედიენტების გამოყენებაზე როგორიცაა სოიო, ქათმის ფარში, ხახვისა და ნიორის ექსტრაქტი და სხვა მინარევები, იმპორტირებული. გაყინული ხორცის გამოყენებაზე.

პროდუქცია მზადდება მხოლოდ ნატურალური ნედლეულის გამოყენებით, წარმოებაში არ გამოიყენება იმპორტირებული ხორცი. ცომი მზადდება ექსტრა ხარისხის ადგილობრივი წარმოების ფქვილით, არ არის შემადგენლობაში არანაირი დანამატი, არ შეიცავს სოიოს, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, არ შეიცავს ქათმის ფარშს, არ არის გაჯერებული ხელოვნური ვიტამინებითა და ემულგატორებით. მზადდება ისე, როგორც ჩვენს ოჯახებში.

საფირმო მაღაზია მდებარეობს ქ. ბათუმში, სულაბერიძის #39-ში. გარდა საფირმო მაღაზიისა ჩვენი ნაწარმი შეგიძლიათ შეიძინოთ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ოზურგეთის მარკეტებში. შესაძლებელია პროდუქციის ონლაინ შეკვეთა.

მომავალში აქცენტი გაკეთედება ბლინების წარმოებაზე.

კომპანიის ფასებულობებია:
• პროდუქციის უსაფრთხოება
• ხარისხი
• სანდოობა
• მომხმარებელთა ლოიალურობის მოპოვება