მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სვეპი
სვეპი

სვეპი

შპს “სვეპი”-ს ისტორია 1996 წლიდან იწყება, როცა ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანებმა ნახევარფაბრიკატების პირველი პარტია აწარმოეს. მაშინ საქმეს საოჯახო ბიზნესის სახე ჰქონდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ბრენდი „სვეპი“ 2008 წელს შეიქმნა და დღემდე აჭარის რეგიონში, ძირითადად კი ქალაქ ბათუმში ახდენს პროდუქციის რეალიზაციას.

სავაჭრო ნიშანი – “სვეპი” 2008 წელს დარეგისტრირდა. დაფუძნებიდანვე კომპანიის ხედვა გულისხმობდა გაყინული ნახევარფაბრიკატების შესახებ იმ სტერეოტიპის დამსხვრევას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ყალიბდებოდა საქართველოში და მათ შორის რა თქმა უნდა აჭარაშიც.

პროდუქცია მზადდება მხოლოდ ნატურალური ნედლეულის გამოყენებით, წარმოებაში არ გამოიყენება იმპორტირებული ხორცი. ცომი მზადდება ექსტრა ხარისხის ადგილობრივი წარმოების ფქვილით, შემადგენლობაში არ არის არანაირი დანამატი, არ შეიცავს სოიოს, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, არ შეიცავს ქათმის ფარშს, არ არის გაჯერებული ხელოვნური ვიტამინებითა და ემულგატორებით.