მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > საქონლის საკვები

საქონლის საკვები

შპს “აგროქიზიყი” კახეთში, დედოფლისწყაროში მოქმედი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს სთავაზობს ვეტერინარულ პრეპარატებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, მექანიზაციის მომსახურებას, ცხოველისა და ფრინველის საკვებს და სხვა მათთვის საჭირო პროდუქციას თუ მომსახურებას საქონლის ხელოვნური განაყოფიერების მომსახურების ჩათვლით. კომპანიას სამი მაღაზია აქვს: 1) ქალაქ დედოფლისწყაროში, რუსთაველის 24, 2) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ზემო მაჩხაანში და 3) გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოლაგში. კახეთის დანარჩენ რეგიონებში აქვს სადილერო ქსელი და ადგილზე მიწოდების მომსახურება. კომპანია მაღალხარისხიანი ფერმერული პროდუქციის რეალიზაციის ქსელს “ბექას ნობათის” ბრენდით უკვე თბილისშიც ავითარებს.

საქონლის საკვები შპს “აგროქიზიყი”-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. იწარმოება 2 სხვადასხვა სახის საკვები, რომელთაგან თითოეულის მოკლე დახასიათება აქვეა მოცემული.

Beef-Plus

Milk-Plus