მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > საქონლისა და ღორის ხელოვნური განაყოფიერება

საქონლისა და ღორის ხელოვნური განაყოფიერება

რუსთაველის 24, დედოფლისწყარო, საქართველო
+ 995 599 567 131
beka@me.com
http://farmers.ge

შპს “აგროქიზიყი” კახეთში, დედოფლისწყაროში მოქმედი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს 3 მაღაზიის და სადილერო ქსელის მეშვეობით სთავაზობს ვეტერინარულ პრეპარატებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, მექანიზაციის მომსახურებას, ცხოველისა და ფრინველის საკვებს და სხვა მათთვის საჭირო პროდუქციას თუ მომსახურებას საქონლის ხელოვნური განაყოფიერების მომსახურების ჩათვლით.

ორგანიზაცია 2011 წლიდან ეტაპობრივად იზრდებოდა. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ასევე თავად დამფუძნებლებმა, რომელთაც თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის წყალობით უკვე თბილისში საკუთარი პროდუქციის სარეალიზაციო ობიექტები შექმნეს. კომპანის სლოგანია – “თქვენი წარმატება, ჩვენთან პარტნიორობით მიიღწევა”.

საქონლისა და ღორის ხელოვნური განაყოფიერება როგორც მომსახურება ფერმერებისათვის საქმიანობამ თავად მოითხოვა უკვე 2013 წელს. სწორედ ამ წელს პროექტი “MOLI – კახეთში” დახმარებით აგრიქიზიყის ვეტერინარული კონსულტაციასა და საკვების გადამუშავების სერვისებს დაემატა ხელოვნური განაყოფიერება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში და ღორში.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...