მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > საქკაბელი

საქკაბელი

სს საქკაბელი საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და მის ძირითად ფუნქციას სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციის წარმოება წარმოადგენს.

2012 წელი კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა. ბრენდის ახალი საიდენტიფიკაციო ატრიბუტიკა ბიზნეს ორიენტაციასა და წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას აერთიანებს, რომლის მეშვეობითაც კომპანიამ  ბაზარზე ლიდერის პოზიციის დამკვიდრება შეძლო.

სს საქკაბელი არის ქართული კომპანია, რომელმაც ხარისხზე მუდმივი ზრუნვის შედეგად არაერთ აღიარებას მიაღწია როგროც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა კონკურსებზე, ასევე ქვეყნის გარეთაც. 11 მაისს გამართულ „მერკური 2012“-ის კონკურსში კომპანია დასახელდა წლის მეწარმედ. საქკაბელის პროდუქცია მომხმარებელთან გაგზავნამდე გადის დეტალურ შემოწმებას ქარხნაში მოქმედ ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში. 50 წლიანმა გამოცდილებამ და სწორმა მენეჯმენტმა საშუალება მისცა კომპანიას მინიმალური დანაკარგებით დაეძლია ეკონომიკური სიძნელეები, შეენარჩუნებინა გამოცდილი და კვალიფიციური კადრები.