მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სიახლე > საქველმოქმედო გამოფენა ”13 ივნისი” ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 23-28 ივნისი
საქველმოქმედო გამოფენა

საქველმოქმედო გამოფენა ”13 ივნისი” ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 23-28 ივნისი

თუ აქამდე საერთო საქმეში თქვენი წვლილის შეტანის შესაძლებლობა ვერ მოგეცათ, აი შანსი …

23 ივნისს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პროექტ „ფიროსმანი“-ს ფარგლებში საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას – 13 ივნისი გამართავს. ღონისძიება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაიმართება. გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და მარიამ ნაცვლიშვილი.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ: მარიამ ნაცვლიშვილი, თინიკო თევდორაძე, ლია შველიძე, მამუკა ცეცხლაძე, ანტონ ბალანჩივაძე, მაშო მარგიშვილი, ლილი ყვავილაშვილი, მარი აქუბარდია, ზურა გომელაური, ზურა ბალანჩივაძე, თამარ მაისაშვილი, ნიკოლო მელივა, ანა კორიფაძე, გელა პაპიაშვილი, ლეკო ჩხენკელი, ნათია თუშიშვილი, მაიკო მაყიშვილი, ჯულია სანიკიძე და მარიამ შაქარაშვილი.

ღონისძიებაზე ფერწერული ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინება, რომელთა გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა მთლიანად სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება. გამოფენა 28 ივნისამდე გაგრძელდება. განახლებადი ინფორმაცია იხილეთ აქ – ღონისძიების Facebook გვერდზე.

თითოეული თქვენგანისათვის ეს არის შანსი, რომ ერთდროულად ორი კარგი საქმე გააკეთო: 1) იყიდო ქართული წარმოების ფერწერული ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები და ამით ეროვნულ ეკონომიკაში დააბანდო ფული, და 2) გადახდილი ფულით დაეხმარო 13 ივნისს დაზარალებულებს.

23-ში 18:00 იქ ვართ …

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"