მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მსოფლიო გამოცდილება > საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა ჩინეთის სავაჭრო ექსპანსიის ფონზე

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა ჩინეთის სავაჭრო ექსპანსიის ფონზე

ეს სამიოდ კვირაა რაც დიდი თემა გახდა ჩინეთიდან უჟანგავი ფოლადის და ზოგადად ფოლადის ნაწარმის დაბალ ფასში ექსპორტი, რომელიც მთელი რიგი ქვეყნების სამუშაო ადგილებს და ეკონომიკას დააემუქრა. რატომ? როგორც ამბობენ ფასები იმდენად დაბალია, რომ სერიოზულად სცილდება მრავალ ქვეყანაში წარმოების თვითღირებულებას.

რა მოსალოდნელი შედეგი დგება, როცა ქვეყანაში იმპორტული ფოლადი ადგილობრივ ნაწარმზე დაბალი ფასით შემოდის? რა უნდა მოიმოქმედო ამის საწინააღმდეგოდ?

მოდით მაგალითებით ვისაუბროთ …

მაგალითად კანადაში ჩინეთიდან ფოლადის იმპორტი ამ დარგში დასაქმებული 20,000 ადამიანის სამუშო ადგილს და მიმდებარე დარგებში დასაქმებული 100,000 ადამიანის სამუშაო ადგილს ემუქრება. როგორ? არც მეტი, არც ნაკლები წალეკვით! აი წყარო. ერთი ამბავია კანადაში იმის გამო, რომ ხელისუფლებას ეს თემა არ ადარდებს იმის გამო, რომ ლიბერალური დამოკიდებულება აქვს და ბაზრის ღიაობის უკიდეგანო მომხრეა. აი წყარო.

ერთი ამბავია ტაილანდში. აქ ანტიდენპინგური კანონმდებლობა აამოქმედეს და 2,38-დან 310-74 პროცენტამდე საბაჟო ტარიფის ამოქმედებას აპირებენ ვიეტნამიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ტაივანიდან შემოტანილი ფოლადის წინააღმდეგ.

პრობლემები აქვთ ავსტრალიაშიც. აქ პირდაპირ აცხადებენ, რომ ადგილობრივი ფოლადის ინდუსტრია არაკონკურენტუნარია ჩინური იმპორტის წინაშე.

პრობლემები აშშ-ში რომ აქვთ ისე უნდათ. აქ უკვე დააწესეს კონკრეტული ტარიფები შემოტანილ ჩინურ ფოლადზე, მანამდე კი ანტიდემპინგური კანონმდებლობა ჩართეს საქმეში. წყარო 1. წყარო 2.

იქით შრი ლანკა აყვირდა, დროზე მივიღოთ ანტიდემპინგური კანონმდებლობა, თორემ ამ სავაჭრო შეთანხმემებში შესვლა წაგვლეკავსო.

ამ დროს ჩინეთის რეაგირება მოკლედ შეიძლება მეტალურგიის დაგეგმვისა და კვლევის ინსტიტუტის პრეზიდენტის სიტყვებში იკითხება. მისი შეფასებით ასეთი რეაგირება არის „სასაცილო“ და „პატარა ქვეყნების ქცევა“.

Action against steel dumping “ridiculous”, says Chinese official

 

რას იზამენ ეს ქვეყნები?

ან რა უნდა ჰქნა?

ყველა საბაჟო გადასახადს გაუზრდის ჩინეთს?

კარგი, დავუშვათ იმპორტირებულ ფოლადზე გაზარდე, რას უშვები იმ ნაწარმს, რომელსაც ჩინეთში დაამზადებენ მათივე წარმოებული იაფი ფოლადით? მათი თვითღირებულება ხომ ასევე დაბალი იქნება? იმათაც გაუზრდი ტარიფებს? სადამდე გაგრძელდება ეს სავაჭრო ომები?

და ამ ფონზე,

საქართველოს მთავრობა, გვაჩვენე ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების ტექსტი. გვინდა დავრწმუნეთ ეს 7 თვეში მიღებული რამდენად „ჯანმრთელია“!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”