მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > საქართველოს სათბურის კორპორაცია, სს

საქართველოს სათბურის კორპორაცია, სს

კომპანიის დასახელება: სს საქართველოს სათბურის კორპორაცია
მისამართი: თამარ მეფის ქ. N152, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, 1300, საქართველო
ვებსაიტი:
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/jscggc/
საკონტაქტო პირი: ამირან კალანდია
ტელეფონი: 577 959 519
ელ.ფოსტა: akalandia@ggcorp.ge

სს “საქართველოს სათბურის კორპორაცია” საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობის განვითარებას ემსახურება. საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა გარდაბანში, სოფელ კაპანახჩში სასათბურე მეურნეობის განვითარება წამყვან ფრანგულ კომპანია რიშელ ჯგუფთან (Richel Group) პარტნიორობით 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის პირველი ფაზა ზუსტად ერთი წლის წინ დასრულდა, რომლის ფარგლებში განხორციელდა 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია, აშენდა 4.4 ჰა სასათბურე კომპლექსი და დასაქმდა 108 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. წარმოების პროცესში თავიდანვე ჩართულნი იყვნენ და დღემდე ზედამხედველობას უწევენ ქართველი და ევროპელი მაღალკვალიფიციური აგრო-ინჟინრები, ბიოლოგები და ტექნოლოგები.

სათბურებში წარმოებული პროდუქცია მომხმარებლებისთვის პირველად 2015 წლის გაზაფხულზე გახდა ხელმისაწვდომი. 2016 წლის იანვრიდან კი პროდუქცია ბაზარზე „პლანტას“ სავაჭრო ნიშნით არის წარმოდგენილი. დღეისათვის „პლანტას” პროდუქტის შეძენა თბილისის ყველა მსხვილ სუპერმარკეტსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში არის შესაძლებელი.

სასათბურე კომპლექსის პირველი ფაზის დასრულებიდან ერთი წლის მანძილზე წარმოებული პროდუქციის მოცულობამ 2,000 ტონა შეადგინა. მიმდინარე წლის ბოლოს, პროექტის მეორე ფაზის სრულყოფილად დასრულების შემდეგ წარმოების მოცულობის წლიური მაჩვენებელი 4,000 ტონას გადააჭარბებს. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია კი $ 21 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.