მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სამკურნალო მცენარეული ჩაი

სამკურნალო მცენარეული ჩაი

ა. ხეთაგუროვის 22, ქუთაისი, საქართველო
+995 431 21 45 04
+955 577 71 62 14
farconi.ge@gmail.com
http://farconi.com.ge
FB / ფარკონი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

ISO 22000 სერტიფიცირებული შპს “ფარკონი” 1997 წელს დაარსების დღიდან დაკავებულია სამკურნალო მცენარეული ნედლეულისა და ველური კენკრის ექსპორტით. 2016 წელს USAID პროგრამა REAP-ის დახმარებით კომპანიამ გახსნა ახალი საწარმო ქუთაისში. აქ ევროპული სტანდარტების სრული დაცვით და თანამედროვე გადამამუშავებელი დანადგარებითა კომპანია უკვე აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, სუფთა და ნატურალურ პროდუქციას საერთო ჯამში 4,000 კვადრატული მეტრის საერთო საწარმოო ფართში. შპს “ფარკონის”-ს მფლობელობაშია სამი ბრენდი: ფარკონი, ხომლი და ქართული დაფნა.

სამკურნალო მცენარეების ბრენდი “ფარკონი” აერთიანებს 40-მდე სახეობის სხვადასხვა სამკურნალო მცენარეს, რომლებიც 2017 წლიდან წარმოდგენილია სააფთიაქო ქსელებში საქართველოს მასშტაბით. პროდუქციის 100% ნატურალურია, არ შეიცავს დანამატებს, გემოს გამაძლიერებლებსა და უცხო მინარევებს, მზადდება ველური მცენარეული ნედლეულისგან და ტყის კენკრისგან. საქართველოს უნიკალური კლიმატი და ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნება ჭეშმარიტ განსაკუთრებულობას სძენს სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს.

“ფარკონი”-ს ყველა სამკურნალო მცენარე მზადდება დიდი დაკვირვებით, ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვითა და კონტროლით. ნედლეული მუშავდება თანამედროვე დანადგარების საშუალებით, უსაფრთხო და კომფორტული შეფუთვა კი იცავს პროდუქტს შემდგომი დაზიანებებისგან იმგვარად, რომ მომხმარებლამდე ხელშეუხები, სუფთა და დაუზიანებელი აღწევს. აღსანიშნავია, რომ დღეს შესაძლებელია 30-მდე სახეობის სამკურნალო მცენარეული საშუალების შეძენა, თუმცა იგეგმება შერეული სამკურნალო მცენარეების გამოშვება, რომელიც იქნება 10-მდე სახეობის, მაგალითად იმუნოფიტოლი-იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება, გასტრიტოფიტოლი-კუჭნაწლავის სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალო საშუალება და კიდევ 8 მსგავსი პროდუქტი, რომლებიც შეიცავს სხვადასხვა, ნატურალურ და სუფთა, სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს.

პროდუქტის ჩამონათვალი:

აბზინდა ბალახი
არყის ხის კვირტები
ასკილის ნაყოფი
გვირილას ყვავილი
გულყვითელას ყვავილები
დათვისკენკრას ფოთოლი
ვარდკაჭაჭას ბალახი
ვირისტერფას ფოთოლი
თავშავა ბალახი
თირკმლის ჩაის ფოთლები
კატაბალახას ფესვები და ფესურები
კოთხუჯის ფესვები
კრაზანას ბალახი
კულმუხოს ფესვი
კუნელი ნაყოფი
მატიტელას ბალახი
მოცვი, ხმელი ნაყოფი
მრავალძარღვას ფოთოლი
მუხის ქერქი
ორკბილას ბალახი
ოროვანდის ფესვი
პიტნის ფოთოლი
პოლ-პოლა
სალბის ფოთოლი
სელის თესლი
სიმინდის ულვაში
სინამაქის ფოთოლი
უკვდავას ყვავილი
ფარსმანდუკის ბალახი
ქრისტესისხლას ბალახი
ღრუბელა ბადიაგა
შავბალახას ბალახი
შვიტას ბალახი
ცაცხვის ყვავილი
ძირტკბილას ფესვები
წითელი მოცვის ფოთოლი
წნელისებური ევკალიპტის ფოთოლი
ჭინჭრის ფოთოლი
ხეჭრელის ქერქი

წარმოება

სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო მცენარეული ჩაის ნაირსახეობები