მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სამთო კომპანია ფარავანპერლიტი, შპს

სამთო კომპანია ფარავანპერლიტი, შპს

საქართველო, თბილისი 0186, ვაჟა ფშაველას VII კვტ., VIII კორპ./54
2 91 71 54, 2 91 71 50
contact@perlite.ge
http://perlite.ge

შპს „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი” 2002 წლიდან ფარავნის ტბასთან არსებულ საკუთარ პერლიტის საბადოზე აწარმოებს პერლიტის მოპოვებას, რომლის ტექნოლოგიურად დამუშავების შედეგად აწარმოებს სხვადასხვა დარგობრივ პროდუქციას: აგროპერლიტს, პერლიტის საფილტრე ფხვნილს, აფუებული პერლიტის ქვიშას და პერლიტის მსუბუქ თბოსაიზოლაციო სამშენებლო ბლოკებს. ნაწარმი არის ეკოლოგიურად 100% სუფთა და 100% ქართული. კომპანია ფლობს საქართველოს ყველაზე დიდ და ყველაზე მაღალხარისხიან პერლიტის საბადოს საერთო ფართობით 115,5 ჰექტარი, სადაც წმინდა პერლიტის დადასტურებული რეზერვი შეადგენს 13,5 მილიონ ტონას, მთლიანი რეზერვის მოცულობა კი 23 მილიონი ტონაა.

შპს “სამთო კომპანია ფარავანპერლიტი“ საქართველოში პერლიტის ბლოკებისა და პერლიტის სხვადასხვა სამშენებლო პროდუქციის ერთადერთი მწარმოებელია. ეს ნაწარმი სამშენებლო მასალებისა და ენერგო რესურსების ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით შეესაბამება “ეკო სახლისა“ და “თბილი სახლის“ თანამედროვე სტანდარტებს.