მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სამთავისი

სამთავისი

ქ. კასპი, სოფ. წინარეხი, საქართველო
+ 995 551 10 36 46
+ 995 555 08 07 06
samtavisi2014@gmail.com

შპს “სამთავისი” კასპის რაიონის სოფელ სამთავისში 2014 წელს შეიქმნა და მიზნად ქართულ ნედლეულზე დაყრდონობით ქართული ტრადიციულ პროდუქტის წარმოება დაისახა.

ბრენდის დასახელება შეირჩა იმ ადგილმდებარეობიდან, სადაც საწარმო მდებარეობს. დამფუძნებლების დიდი სურვილია კასპის რაონის სოფელ სამთავისს გაუთქვან სახელი უნიკალური პროდუქტით, რომელიც მსოფლიოს გააოცებს.

შეფუთვა გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით, სადაც ფიგურირებენ ყურძენი, ხორბლის თავთავი და და სხვა თემატური ელემენტები და ფერები.

შიგა სტანდარტით და დახვეწილი ტექნოლოგიით წარმოებული “თათარა” ქართული ჩაროზია (ტკბილეული), რომელიც ნატურალური რქაწითელის ჯიშის ყურძნის ბადაგისა და პურის ფქვილით მზადდება.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ქსელურ ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში, ასევე ქართული პროდუქციის სავაჭრო ობიექტებში.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...