მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სამთავისი, შპს

სამთავისი, შპს

ქ. კასპი, სოფ. წინარეხი, საქართველო
+ 995 551 10 36 46
+ 995 555 08 07 06
samtavisi2014@gmail.com

შპს “სამთავისი” შეიქმნა 2014 წელს კასპის რაიონის სოფელ სამთავისში. ჩამოყალიბებისთანავე კომპანიამ მიზნად დაისახა აწარმოოს ქართული ტრადიციული პროდუქტი ქართულ ნედლეულზე დაყრდნობით.

კომპანიის პროდუქტი – თათარა ქართული ჩაროზია (ტკბილეული), რომელიც ნატურალური რქაწითელის ჯიშის ყურძნის ბადაგისა და პურის ფქვილით მზადდება. დახვეწილი ტექნოლოგიით მომზადებული თათარა საუკეთესოა დღის ნებისმიერ დროს მისართმევად.

გარდა იმისა, რომ თათარა გემრიელი საკვებია, მას გააჩნია სასარგებლო თვისებებიც, რომელთა წყარო თავად ყურძენია. ყურძნის წვენი შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას, ორგანულ მჟავებს, კალიუმის და ნატრიუმის მარილებს, A, B და C ჯგუფის ვიტამინებს და ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ადამიანის ორგანიზმში.

კომპანიამ ჯერ კიდევ 2014 წელს შეიმუშავა და დანერგა შიდა სტანდარტი. წარმოებულ პროდუქტს გააჩნია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისობის სერტიფიკატი. საწარმოში სრულად არის განხორციელებული ის ნორმები, რაც დადგენილია სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ.

კომპანიის უახლოესი გეგმაა თათარა შეიტანოს ყველა ძირითად ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ქსელებში, გააფართოვოს ასორტიმენტი და დაიწყოს მუშაობა პროდუქციის ექსპორტზე.