მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > KAR.GE მედიაში > LIVE ”KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“ რეალურ სივრცეში საზოგადოებრივ არხზე

LIVE ”KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“ რეალურ სივრცეში საზოგადოებრივ არხზე

უღრმესი მადლობა ქალბატონ ნინო ზაუტაშვილს და რეალური სივრცის მთელ გუნდს მოწვევისა და ამ საქმისთვის ყურადღების დათმობისათვის. ხვალ, 6 აპრილს დიდი პრეზენტაცია გვაქვს. გაკეთდა სერიოზული საქმე და ჩვენ გვინდა მის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს.

რა კატალოგი გაკეთდა?

მოძრაობა KAR.GE-ს მიერ შექმნილი “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017” პირველი ქართულ-ინგლისურენოვანი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემაა, რომელშიც 54 რჩეული ქართული კომპანიის 65 ბრენდი და 389 ნაწარმია თავმოყრილი ფოტოებით, აღწერილობებით და საკონტაქტო ინფორმაციით. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. PDF ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"