მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სიახლე > მწარმოებლებო: ეს სადისტრიბუციო კომპანია მხოლოდ ქართულ პროდუქტზე მუშაობს

მწარმოებლებო: ეს სადისტრიბუციო კომპანია მხოლოდ ქართულ პროდუქტზე მუშაობს

დღემდე არ ვიცოდი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც მხოლოდ ქართული ნაწარმის დისტრიბუციაზე იმუშავებდა და თან რესტორნებზე და სასტუმროებზე კონცენტრირებულად. და აი ისიც გამოჩნდა … დღეს გვქონდა შეხვედრა.

კომპანიამ სულ ახლახან აიდგა ფეხი და კონცენტრირებულია სასტუმროებზე და რესტორნებზე. ამ მომენტში 3 კატეგორიის პროდუქციის [თაფლი, ღვინო და ჩურჩხელა] ათობით ვარიანტი შეაქვს 20-ზე მეტ სასტუმროში და რამოდენიმე რესტორანში. სადისტრიბუციო კომპანიის მიზნებია:

1) მხოლოდ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე იმუშავოს,
2) კონცენტრირდეს მხოლოდ რესტორნებზე და სასტუმროებზე,
3) გაზარდოს შეთავაზებული პროდუქციის სპექტრი ყველა იმ ქართული ნაწარმით, რომელიც რესტორნებსა და სასტუმროებს სჭირდებათ.

ასე რომ, თუ აწარმოებთ ხარისხიან ქართულ ნაწარმს და დისტრიბუტორი გჭირდებათ, დაუკავშირდით და მოილაპარაკეთ!!!
გოჩა აბდუშელიშვილი
597 04 24 37
577 117 293
gochaabdushelishvili@gmail.com

წარმატებებს გისურვებთ საერთო ქართულ საქმეში!

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"