მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > საბავშვო ბაგა-ბაღების ბავშვები საჩუქრებად წელს უკვე ქართულ კამფეტებს და შოკოლადებს იღებენ

საბავშვო ბაგა-ბაღების ბავშვები საჩუქრებად წელს უკვე ქართულ კამფეტებს და შოკოლადებს იღებენ

შარშან თუ გახსოვთ დიდი ხმაური გამოიწვია საბავშვო ბაღებში რუსული შოკოლადების დარიგების თემამ. და სავსებით სამართლიანადაც. აი ორიგინალი სტატია. წელს კი ჩვენი საბავშვო ბაგა-ბაღების ბავშვები საჩუქრებად ქართულ კამფეტებს და შოკოლადებს იღებენ 🙂

უ ღ რ მ ე ს ი მ ა დ ლ ო ბ ა მინდა გადავუხადო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო-ს და მის ხელმძღვანელს – ბნ. Kakhaberi Gvantseladze-ს იმისათვის, რომ ბავშვებს საახალწლო საჩუქრების სახით ქართული (Barambo • ბარამბო) წარმოების კამფეტები და შოკოლადები დაურიგეს 🇬🇪😍🎉.

დ ი დ ი მ ა დ ლ ო ბ ა ლელა მაჩაბლიშვილი, რომ შარშან სწორად წამოსწიე ბაგა-ბაღებში რუსული კამფეტებისა და შოკოლადების დარიგების თემა. როგორც ხედავთ, შედეგი სახეზეა 🙂

და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომელიც ამ ძალიან პოზიტიურ ამბავს გ ა ა ზ ი ა რ ე ბ თ 🙂

როგორ ხედავთ როცა ნება არის, ყველაფერი შესაძლებელია საერთო ძალისხმევით!

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"