მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > რუსთავის აზოტი

რუსთავის აზოტი

მშვიდობის ქ. 2, რუსთავი 3702, საქართველო
+995 341 27 09 00
+995 341 22 90 99
info@azot.ge
http://azot.ge

სს “რუსთავის აზოტი“ ამიერკავკასიაში 60 წლიანი ისტორიის მქონე მინერალური სასუქების მწარმოებელი ერთადერთი ქიმიური საწარმოა, რომელიც აწარმოებს ამონიუმის გვარჯილას, ამონიუმის სულფატს, ამიაკს, ნატრიუმის ციანიდს, აზოტმჟავას, ამიაკის წყალს, შაბიამანს და სხვა პროდუქციას. საწარმო წარმოადგენს საქართველოს შიდა ბაზარზე და ამიერკავკასიის ქვეყნებში აზოტოვანი სასუქების ძირითად მიმწოდებელ კომპანიას. „რუსთავის აზოტი“ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ახდენს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ხმელთაშუა და შავი ზღვის ქვეყნებში, ასვე ევროპის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტების ქვეყნებში.

„რუსთავის აზოტში“ ყოველთვის ინერგებოდა და დღესაც გრძელდება უახლოესი, მოწინავე ტექნოლოგიებისა და მოწყობილობა-დანადგარების დანერგვა-მოდერნიზაცია, რაც საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად გაიზარდოს პროდუქციის ხარისხი.

“რუსთავის აზოტზე” გაცემულია საქართველოში მოქმედი ყველა კანონმდებლობის შესაბამისი ნებართვები და ლიცენზიები.

„რუსთავის აზოტი“ აწარმოებს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროდუქციას. დღეისთვის საწარმოში მუშაობს 2 ათასზე მეტი კაცი. საწარმოო სიმძლავრეების სრული დატვირთვის შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში იძლევა 450 ათას ტონა მინერალურ სასუქს, 400 ათას ტონა ამიაკს, 12 ათას ტონა ნატრიუმის ციანიდს.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...