მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > რამონა, შპს

რამონა, შპს

კომპანიის დასახელება: შპს რამონა
მისამართი:
ვებსაიტი:
Facebook გვერდი:
საკონტაქტო პირი: სოსო მაზმიშვილი
ტელეფონი: 599 489 935
ელ.ფოსტა: sosomazmi@gmail.com

შპს რამონა 2016 წლის თებერვალში დარეგისტრირდა, თუმცა პროდუქციის ნიმუშების შესაქმნელად დაუღალავი მუშაობა გამოშვებამდე თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. თამბაქო აჭარიდანაა, უშუალოდ წარმოება თბილისში ხდება. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული და ამ ეტაპზე თვეში 10 ათასამდე სიგარილა იწარმოება.

შპს რამონა თავისი პროდუქციით – სიგარილა RAMONA საზოგადოების წინაშე პირველად 2015 წლის დეკემბერში მოძრაობა KAR.GE-სა და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლას მიერ ორგანიზებულ ქართული პროდუქციის გამოფენა გაყიდვაზე წარსდგა და უდიდესი მოწონებაც დაიმსახურა.

RAMONA-ს პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმია, რომელიც არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს, მაგალითად, ქაღალდს ან წებოს. ის ათჯერ უფრო უვნებელია, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი. კომპანია ამ ეტაპზე სიგარილას რამდენიმე სახეობას აწარმოებს: მსუბუქი, საშუალო და მძლავრი. RAMONA ალუბლის და ყავის არომატებით გაჯერებულ სიგარილებსაც გამოუშვებს. 2016 წლის შემოდგომაზე ქართული სიგარილები ექსპორტზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ბაზრებშიც გავა.

გალერეა