მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > პრეს რელიზი: 22-23 დეკემბერს “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“ ჩატარდა

პრეს რელიზი: 22-23 დეკემბერს “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“ ჩატარდა

საქართველოში 2017 წელს შექმნილი ახალი ქართული ნაწარმის პოპულარიზებისა და გაყიდვების წახალისების მიზნით მოძრაობა KAR.GE-მ და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლამ 22-23 დეკემბერს უკვე მეოთხედ ჩაატარეს წინასაახალწლო ფესტივალი – “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. მედია მხარდამჭერები იყვნენ გადაცემა “ბიზნეს კოდი”, TV “კავკასია”, TV “ობიექტივი”, სტარვიზია, 4MEDIA, რადიო “კომერსანტი”, GEOMEDIATV, SPUTNIK, რადიო “არ დაიდარდო”, თრიალეთის ექსპრესი, იმედი FM, რადიო “პოზიტივი”.

ოფიციალური გახსნის დრო: 22 დეკემბერი, პარასკევი, 11:00.

დასწრება თავისუფალი იყო ნებისმიერი სტუმრისათვის.

22 და 23 დეკემბერს ღონისძიების მიმდინარეობის დროები გახლდათ 10:00-18:00.

ც. დადიანის #7-ში, ნამდვილ სადღესასწაულო გარემოში საკვები და არასაკვები ნაწარმი წარმოადგინეს გამორჩეულმა ადგილობრივმა მწარმოებლებმა. ესენი არიან: გამა, გემუანი, გურიელი, გრეიფი, ვიპკო, კამპა, კახური ზეთი “სიღნაღი”, მარშე, ნიკორა, სან სოლუშენ, სტარტი, ქართული ზეთი “ქარვა”, ქართული ყავა “ჩერი”, ქართული პრემიუმი, შენი მწვანე სათამაშო, ჩიპსი და ბურბუშელა “ჩიპა”, ჩირი ქენდი და ჯააძის თაფლი, ტყიბულის ჩაი.

მომხმარებლებს შეეძლოთ როგორც დათვალიერება ასევე სასურველი პროდუქციის შეძენაც. მოეწყო დეგუსტაციები, უამრავი გათამაშება, ცეკვა, სიმღერა და ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესო სხვა აქტივობები.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"