მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > პოზიცია: თავდაცვის სამინისტროს მიერ იმპორტული ხორცის შესყიდვა ეკონომიკური ოკუპაციის ხელშეწყობაა

პოზიცია: თავდაცვის სამინისტროს მიერ იმპორტული ხორცის შესყიდვა ეკონომიკური ოკუპაციის ხელშეწყობაა

დღეს გავრცელდა თავდაცვის მინისტრის კომენტარი ჯარისთვის უკრაინული ხორცის მიზეზებთან დაკავშირებით. იხილეთ მოძრაობა KAR.GE-ს კრიტიკული პოზიცია ამასთან დაკავშირებით:

 

ე.ი. მხოლოდ დეფიციტი და უწყვეტი მიწოდების რისკია დამნაშავე?
და არა ფასი? ან სხვა რამ?

  1. სულ ცამდე მართალი რომ იყოთ და საკმარისი არ იყოს დღეს არსებული შიდა რესურსი, ამ მიდგომით არც არასოდეს არ იქნება საქართველოში საკმარისი არც ხორცი და არც არაფერი. ანუ, სულ იმპორტმა გვწველოს? არაფერი გავაკეთოთ მაშინ როცა საქართველოში მოხმარებული სურსათივს 70%-ზე მეტი იმპორტია? ჩვენი გადახდილ გადასახადებს რატომ არ ხარჯავთ ადგილობრივი წარმოების ნაწარმში? იმპორტულის ყიდვით რატომ ასაქმებთ უცხოელს, რატომ ავითარებთ უცხოურ ბიზნესს და აძლიერებთ უცხო სახელმწიფოს საკუთარის ხარჯზე?
  1. რისთვის არსებობს პროგრამა – აწარმოე საქართველოში​? რისთვის იხარჯება ამდენი ფული წარმოების განვითარებაში, თუ საჭირო დროს უარს ეუბნებით პროდუქტის ყიდვაზე? ნუთუ არ შეიძლება დაჯდეთ ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო​, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო​ და სოფლის მეურნეობის სამინისტრო​ და რამე მოიფიქროთ? 40 მილიონი წელიწადში ჯარის კვებაზე იხარჯება, თან გარანტირებულად. ასე რთულია რამე პროგრამის შექმნა, რომ ხორცის წარმოება მაინც განვითარდეს იმ დონეზე, რომ თქვენ იყიდოთ?
  1. ნუთუ ქათმის ხორცი მაინც ვერ ნახეთ საქართველოში სათანადო რაოდენობით? დღეს იყო “ბიუ-ბიუ”-ს ხელმძღვანელი საქმიან დილაში. ამ კომპანიამ უმძაფრესი კონკურენციის პირობებში შიდა ბაზრის 50% ააცალა იმპორტს და თქვენი მოთხოვნა რით ვერ დააკმაყოფილა?
  1. აგვიხსენით რა გააკეთა ასეთი თინათინ ხიდაშელმა 2015 წელს როცა ჯარის ქართული ხორცით კვებაზე გადაყვანა დაიწყო? გინდათ დაგვაჯეროთ, რომ ეხლა უფრო დეფიციტია ქართული ხორცის, ვიდრე მაშინ იყო? გამოდის რომ მიუხედავად მრავალასეულმილიონიანი ინექციებისა ჩვენი სოფლის მეურნეობა და წარმოება უკან-უკან წასულა. აბა რისთვის იხარჯება გადასახადის გადამხდელთა ფული?
  1. თქვენ ოკუპაცია მხოლოდ ტერიტორიის ოკუპაცია ხომ არ გგონიათ? საქართველოში ეკონომიკის ოკუპაციის ხარისხი არის 90% და მეტი. არ გესმით, რომ თქვენი მსგავსი გადაწყვეტილებებით ეკონომიკური ოკუპაციის მასშტაბებს ზრდით? გასაგებია, რომ ტერიტორიის მცოცავ ოკუპაციას ვერაფერს ვუშვებით, მაგრამ ეკონომიკაში მცოცავ ოკუპაციას მაინც რატომ უწყობთ ხელს?

25 ივლისს TV იბერიაში, ბიზნეს კოდში შედგა ჩემი სტუმრობა, სადაც სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად ამ თემაზე შეკითხვასაც ვუპასუხე

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”