მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პლანტა
პლანტა

პლანტა

სს “საქართველოს სათბურის კორპორაცია” საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. პროექტის ფარგლებში 2014 წლიდან $ 21 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია გამხორციელდა, რის შედეგადაც აშენდა 4.4 ჰექტარზე გადაჭიმული სასათბურე კომპლექსი, დასაქმდა 108 ადამიანი და სულ მალე საერთო წარმადობა წელიწადში 4,000 ტონას გადააჭარბებს.

„პლანტა“ სს „საქართველოს სათბურის კორპორაციის“ მიერ ახლად შექმნილი ბრენდია. იგი მომხმარებლებს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ სათბურებში წარმოებულ ბოსტნეულ კულტურებს სთავაზობს. „პლანტა“ ეს არის ქართული, უმაღლესი ხარისხის, გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ყველა ასაკის მომხმარებლისთვის.

2016 წლის ბოლოს „პლანტა“ მომხმარებლებს პომიდვრის კულტურასაც შესთავაზებს, რომელიც ჩვენს სათბურებში წარმოებული კიტრის მსგავსად გამორჩეული იქნება თავისი მაღალი ხარისხით და  განსაკუთრებული გემოთი.