მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პანექსი, სს

პანექსი, სს

წითელი ხიდის გზატკეცილი მე-17კმ., რუსთავი, საქართველო
+ 995 591 076 007
info@panex.ge
http://panex.ge

სს პანექსი, საქართველოში #1 სენდვიჩ პანელების მწარმოებელი 2015 წელს დაარსდა შპს ICES და სს საქართველოს საპარტნიორო ფონდის ერთობლივი ინვესტიციით. კომპანია აწარმოებს კედლისა და სახურავების სენდვიჩ პანელებს, რომლებიც განსაზღვრულია მომხმარებელთა ფართო წრისათვის: სამშენებლო კომპანიები, კერძო სახლები, არქიტექტორები, დილერები, ინდუსტრიული მშენებლობები.

პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების წარმოების პროცესში გამოიყენება იტალიური და სამხრეთ კორეული ტექნოლოგია. მაღალი ხარისხის ნაწარმთან ერთად კომპანია პანექსი მოკლე ვადაში სერვისის მიწოდებასა და მოქნილი წარმოების პროცესზე ამახვილებს ყურადღებას. კომპანია პანექსის სენდვიჩ პანელებისადმი სანდოობას ზრდის პარტნიორობა ისეთ მომწოდებლებთან, როგორებიც არიან SAIP, DOW, Hongbaoli, MMK Metalurji, Poliser. ხარისხის უზრუნველყოფა გათვალისწინებული არის წარმოების ყოველ ეტაპზე. კომპანიას მინიჭებული აქვს ISO 9001 სერტიფიკატი.

სენდვიჩ პანელის ტექნიკური მახასიათებლები:
დანიშნულება: კედლის და სახურავის კონსტრუქციისთვის
ზედა ფენა: შეღებილი გალვანიზებული ლითონის ფურცელი
ქვედა ფენა: შეღებილი გალვანიზებული ლითონის ფურცელი ან მუყაოს ფენა
ძირითადი მასალა: პოლიურეთანი (PUR), (PIR)
დიზაინი – სახურავი: ვერტიკალურად დაზოლილი
დიზაინი – კედელი: ვერტიკალურად დაზოლილი, ტრაპეციული გოფრირებით
სტანდარტული ფერი: ღია ნაცრისფერი (RAL 9002). ხელმისაწვდომია სხვა ფერებიც, მოთხოვნის შემთხვევაში
სიგანე: 1000 მმ
სიგრძე: მაქს. 15 მ
პოლიუნეთალის სისქე: 50 მმ – 150 მმ
ლითონის სისქე: 0.35 მმ – 0.6 მმ
პოლიურეთანის სიმკვრივე: (PUR) 40 (±2) კგ/მ3, (PIR) 42 (±2) კგ/მ3
ცეცხლგამძლეობის კატეგორია: (PUR) B3, (PIR) Bs2d0