მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პამაქელა
პამაქელა

პამაქელა

ი. მ. მარიამ შენგელიამ მეგობრებთან ერთად საქმიანობა 2014 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ დაიწყო ბრენდ “პამაქელა“-ს ისტორია. დღეს ხის საათები, სახაზავი და ხის ჩარჩოები კომპანიის საფირმო პროდუქციაა, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ შეკვეთით პირდაპირ Facebook გვერდიდან.

ბრენდი „პამაქელა“-ს ემოციურ ისტორიას უცვლელად, პირველ პირში გთავაზობთ [თავად მარიამისგან]. ვფიქრობ, ეს პატარა ისტორია მხოლოდ იმიტომ უნდა წაიკითხოთ, რომ იცოდეთ, შეუძლებელია არაფერია!

“როდესაც მე და ქეთის, ჩემს მეგობარს, ხის ნაკეთობებზე მუშაობის იდეა გაგვიჩნდა, არც საწყისი თანხა გვქონდა და არც ამ საქმისთვის საკმარისი თავისუფალი დრო. ფაქტობრივად, ყველაფერი იდეით დაიწყო! მეც და ქეთიც ტელეკომპანია რუსთავი2-ის კორესპონდენტები ვართ. ის, თუ რამდენი დრო და ენერგია სჭირდება ამ პროფესიას, ალბათ იოლი წარმოსადგენია! ამას დაემატა ისიც, რომ იმავე პერიოდში ჩემი ცხოვრების მთავარმა პრობლემამ იჩინა თავი: მოულოდნელად ლეიკემიის დიაგნოზი დამისვეს. მკურნალობა მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იყო შესაძლებელი, ერთჯერადი დაფინანსება და ვიზიტი კი საკმარისი არ აღმოჩნდა. ამან გაგვიასმაგა მოტივაცია, რომ რამენაირად ჩვენი საკუთარი სახელოსნო გაგვეხსნა. ისტორია, სახელად ”პამაქელა” სამკაულების ბიზნესით დაიწყო. სწორედ ეს სახელი შევურჩიეთ კომპანიას, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ექსპრომტად დავაარსეთ. სამკაულები ბიზნესის დასაწყებად ხელფასიდან გადადებული თანხით – 300 ლარით შევიძინეთ. ნელ-ნელა სამკაულების ერთი პატარა ჩანთა სეზონურ კოლექციად იქცა და ოცნების პატარა სახელოსნოსთვის თანხაც შეგროვდა. ჩვენს ნაკეთობებზე 82 წლის ზურა ბაბუ მუშაობს. მასთან ერთად ვმუშაობთ ჩვენც. მართალია, დაზგებს ჯერ ვერ გვანდობს, თუმცა ხელით სამუშაო ნაწილს უკვე კარგად ავუღეთ ალღო. გადაღებებიდან სახელოსნოსკენ მივდივართ და ეს ჩვენთვის დღის ლამაზი გაგრძელებაა, შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც უამრავი კამათი, იდეა და ამ იდეების ხორცშესხმის სიხარული ახლავს! მომდევნო ეტაპი ჩვენი სახელოსნოს გაფართოებაა. დღეს ექვსნი ვართ, მალე გაცილებით მეტნი ვიქნებით!”

ეს სურათები 2016 წლის 24 აპრილს Tbilisi Flea Market-ზეა გადაღებული, სადაც პამაქელაც მონაწილეობდა: