მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ოქროს ვერძი, ღვინის ბრენდი (კონიაკი)
ოქროს ვერძი

ოქროს ვერძი, ღვინის ბრენდი (კონიაკი)

ოქროს ვერძი ქართული ღვინის ბრენდია, რომელსაც შპს NK აწარმოებს. რეგისტრირებულია თბილისში და ალკოჰოლური სასმელების წარმოებითაა დაკავებული. წარმოებული პროდუქცია ლიმიტირებული რაოდენობით ქართულ ნედლეულზე მზადდება.

კონიაკი სეზონზე ისხმება მხოლოდ 500-მდე ბოთლი. კომპანიის ხელმძღვანელია ბნ. გოგი ნადაშვილი. ეს საოჯახო ბიზნესია, რომელიც სათავეს იღებს მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან. ეს არის პერიოდი, როცა სათავე ეყრებოდა ქართული კონიაკის წარმოებას.

თუ დააკვირდებით კონიაკს უჩვეულოდ მუქი ფერი აქვს (ქარვა ოქროს ელვარებით). ეს დამზადების ტექნოლოგიის დამსახურებაა, რომელიც ასევე მე-19 საუკუნიდან მოდის. კომპანიის ამოცანაა ხარისხის მუდმივი სრულყოფა, პროდუქციის ცნობადობის და გაყიდვების ზრდა.

ღვინის ბრენდი (კონიაკი) “ოქროს ვერძი” თბილისში შეგიძლიათ შეიძინოთ:

  • “ღვინის დრო“, ქ თბილისი, სამრეკლოს 18 (სამების საკათედრო ტაძრის წინ)
  • “ღვინის გალერეა“ ქ თბილისი, წინამძღვრიშვილის 39
  • ღვინის სარდაფი “ძველი ხიდი”, ქ თბილისი, სანაპიროს #4 (მშრალი ხიდის ქვეშ)
  • ღვინის სარდაფი და ბარი “ტალავერი”, ქ. თბილისი, ე. ახვლედიანის აღმართი 22