მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ოტკა

ოტკა

ანასეული, ოზურგეთი, საქართველო
+995 599 01 50 40
info@anaseuli.ge
http://anaseuli.ge
FB / ანასეული ოტკა

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

2015 წელს დაფუძნებული შპს ანასეულის კომბინატის მთავარი მიზანი გურული ხილის დისტილატის შექმნა და დისტილირების პროცესის საუკუნოვანი ქართული ტრადიციის აღორძინებაა. კომპანია გურიაში, სოფელ ანასეულში მდებარე ტექნიკის ბოლო სიტყვაზე აღჭურვილ საწარმოში აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ქართულ ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტს ბრენდული დასახელებით – “ოტკა”. ასორტიმენტშია ჭაჭას და გურული ხილის დისტილატის 7 სახეობა: ვაშლის, ატმის, მსხლის, ხურმის, ქლიავის, ტყემლის და ხილის.

“ოტკა” – აღორძინებული გურული ტრადიციების სიმბოლო, ქართული ხალხური რეცეპტურით მომზადებული დისტილატია, რომლის ისტორია ასწლეულებს ითვლის. შპს ანასეულის კომბინატი კი კომპანიაა, რომლემაც ეს სიმდიდრე სააშკარაოზე გამოიტანა.

გურული ხილის დისტილატის შექმნის იდეა და დისტილირების პროცესის საუკუნოვანი ქართული ტრადიციის აღორძინება ბნ. გოჩა ჩხაიძის სახელს უკავშირდება. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული ბრენდის დაფუძნების შემდეგ (მათ შორისაა ასკანელი ძმები, რომელიც ცნობილია თავისი ღვინითა და ბრენდით), 2015 წელს დაფუძნდა შპს ანასეულის კომბინატი.

გურიის რეგიონის ულამაზეს სოფელ ანასეულში გახსნისთანავე პს ანასეულის კომბინატმა დაიწყო გამორჩეული და სასიამოვნო ბიო პროდუქტის – გურული ხილის დისტილატის წარმოება. შედეგად იქმნება საუკეთესო ხარისხის ქართული ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტი ე.წ ხილის არაყი – “ოტკა”. “ოტკა” შესანიშნავია როგორც დამოუკიდებელი სასმელი და შეუცვლელია კოქტეილების შემადგენლობაში. რეკომენდებულია მიირთვათ ოდნავ გაგრილებული.