მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ორპინგტონის ჯიშის იხვი
ორპინგტონის ჯიშის იხვი

ორპინგტონის ჯიშის იხვი

შპს “ნაზვრევი” 2014 წელს დაარსდა და მას შემდეგ თანმიმდევრულად ავითარებს საქმიანობას სამი ძირითადი მიმართულებით: ფლობს სატბორე მეურნეობას, სადაც იწარმოება მტკნარი წყლის თევზის ორი სახეობა: სარკისებრი კობრი და თეთრი ამური, 2) მიმდინარეობს ვენახის ჩაყრა, და იგეგმება ბიო ღვინის წარმოება ევროპული სტანდარტით და 3) აშენებს ორპინგტონის ჯიშის იხვს და ახდენს მის რეალიზაციას. კომპანიის მიმდინარე მოკლევადიანი ამოცანა სწორედ ორპინგტონის ჯიშის იხვის რეალიზაციის ზრდაა.

ორპინგტონის ჯიშის იხვი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ის არის ნაკლებ ცხიმიანი, გავრცელებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში და წარმატებით გამოიყენება მათ სამზარეულოში. ნაზვრევი თავისი ბიზნესის ამ კომპონენტს მეტად სერიოზულად განიხილავს და ფერმაც მუდმივად იზრდება.

ნაზვრევის მეურნეობაში ორპინგტონები იზრდებიან სხვა ფრინველებისგან იზოლირებულად, რათა არ მოხდეს სისხლის აღრევა და შენარჩუნებულ იქნას ჯიში. ამასთან იზრდებიან ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და იკვებებიან მხოლოდ სიმინდით, რაც მის გემოს კიდევ უფრო სრულყოფს.

კომპანიაში უკვე შექმნილია სადედე ჯოგი და შეუძლიათ დაინტერესებული კვების ობიექტებისგან შეკვეთების მიღება იხვის მიწოდებაზე.