მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ოპ-არტი, შპს

ოპ-არტი, შპს

კომპანიის დასახელება: შპს ოპ არტი
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის 117
ვებსაიტი: http://www.op-arti.ge/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/oparti
საკონტაქტო პირი: გვანცა დოლიძე
ტელეფონი: 551 177 005
ელ.ფოსტა: op_arti@yahoo.com

კომპანია “ოპ-არტი” 2007 შეიქმნა წელს. მისი ძირითადი საქმიანობაა ბინებისა და ოფისებისთვის ნებისმიერი ფორმის, დიზაინის ავეჯის და კარების დამზადება. წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის მასალებით, რომელიც სრულიად შეესაბამება “ხარისხის ნიშნის“ პროგრამით დადგენილ ნორმებს. სწორედ ამის გამო 2011 წელს ჩატარებული ხარისხის ნიშნის პრეზენტაციაზე კომპანია “ოპ-არტს“ გადაეცა “ხარისხის ნიშნის მენეჯმენტის და უვნებლობის სტანდარტის“ სერთიფიკატი.

ხარისხზე-ორიენტირებული-კომპანია

კომპანია ,,ოპ-არტში“ თითოეული მომხმარებლისადმი მიდგომა ინდივიდუალურია. დიზაინერი ამზადებს სასურველი ფორმისა და დიზაინის ავეჯის სამ განზომილებიან ნახაზს. მონიტორზე მომხმარებელი თავად არჩევს ფასადსა და შიგთავსს. კომპანია “ოპ-არტი“ წარმოებისთვის იყენებს მასალა ბენებრივი ხის ანათალით მდფ-ს ან შეღებილ  მდფ-ს. როგორც ავეჯზე ასევე ოთახშორის კარზე გამოიყენება უმაღლესი ხარისხის იტალიური ლაქ-საღებავი. ასევე მასალა – ლამინატი, თურქული და ავსტრიული, აქაც მომხმარებელს მივანდობთ არჩევანს, თავად შეარჩიოს რომელი მასალით დაამზადონ ავეჯი და კარი კომფორტული და მყუდრო  გარემოს შესაქმნელად.

“ოპ-არტში” დამზადებული პროდუქცია მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საწარმოს კარი მუდმივად ღიაა მათთვის ვისაც აინტერესებს როგორ და რა პირობებში მზადდება პროდუქცია. სწორედ ამ ფაქტორის გავლენით კომპანია წარმატებით ითვისებს ქართულ ბაზარს, ზრდის მომხმარებელთა სეგმენტს და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013-2014 წლებში კომპანია “ოპ-არტმა“ მონაწილეობა მიიღო საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “პროფილის“ მიერ განხორციელებულ პროექტში – “ქართული ბრენდის დღე,“ სადაც ხუთი ნომინაციიდან ერთ-ერთი კომპანია “ოპ-არტს“ ერგო. ნომინაციაში “რეპუტაცია და ნდობა“ გამარჯვებულად სწორედ კომპანია “ოპ-არტი“ დასახელდა. აშკარაა, რომ  ამ ნომინაციას არ თმობს და ლიდერობს ქართული ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალზე.

 

ქართული-ბრენდი-2013 ქართული-ბრენდი-2014

 

“ოპ-არტი” რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა ავეჯის საერთაშორისო გამოფენებში, კომპანია” მუდმივად აახლებს მანქანა დანადგარებს და ნერგავს მსოფლიოში აპრობირებულ ავეჯის წარმოების ახალ მეთოდებს. “ოპ-არტი” ხშირადაა სხვადასხვა გადაცემების სტუმარი, სადაც ძირფესვიანად შუქდება ყველა ის ეტაპი რასაც გადის პროდუქტი საბოლოო სახის მიღებამდე.

ავეჯი “ოპ-არტი”-საგან მათთვის ვინც აფასებს მოდას და ხარისხს!