მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ოპ-არტი

ოპ-არტი

“ოპ-არტი” ქართული ბრენდია. სიტყვა “opart” იშიფრება როგორც ოპტიკური ხელოვნება. ეს ვიზუალური ხელოვნების მიმდინარეობაა, რომელიც ოპტიკურ ილუზიებს იყენებს. კომპანიისთვის და ბრენდისთვის სახელის შერჩევისას დროს დიდი მსჯელობა გამართულა საქმის მოთავეებს შორის და ბოლოს მაინც დიზაინერების მიერ შემოთავაზებულ კონცეფციას გაუმარჯვია.

შპს “ოპ-არტი” 2007 შეიქმნა წელს. მისი ძირითადი საქმიანობაა ბინებისა და ოფისებისთვის ნებისმიერი ფორმის, დიზაინის ავეჯის და კარების დამზადება. წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის მასალებით, რომელიც სრულიად შეესაბამება “ხარისხის ნიშნის“ პროგრამით დადგენილ ნორმებს. საწარმოს კარი მუდმივად ღიაა იმ მომხმარებლისთვის ვისაც აინტერესებს როგორ და რა პირობებში მზადდება პროდუქცია. სწორედ ამ ფაქტორის გავლენით კომპანია წარმატებით ზრდის მომხმარებელთა რაოდენობას და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

კომპანიის ასორტიმენტში შედის მრავალი სახის კარი, სამზარეულო, კარადა, საძინებელი, საბავშვო ოთახი, კაბინერი, რეტრო ავეჯი, აკრილის ქვის ნაკეთობები და TV კედელიც კი. ნიმუშები შეგიძლიათ კომპანიის შოურუმში მოინახულოთ, რომელიც თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარეობს.