მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ოკეანე

ოკეანე

მ. ქავთარაძის 11, თბილისი 0180, საქართველო
+ 995 32 269 55 50
contact@nikora.ge
http://nikora.ge

1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნებული “ნიკორა” დღეს უკვე ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმის, ღვინის და სალათების საწარმოებს აერთიანებს, 4000-მდე ადამიანს ასაქმებს, 500-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს და 206 საკუთარ სავაჭრო ობიექტს ფლობს. საწარმოებში მრავალი წელია დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2008 და სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა ISO 22000:2005.

“ოკეანე” თევზეულის და ზღვის პროდუქტების ქართული ბრენდია.

“ოკეანე” ქართულ ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა და დღეს, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთ მსხვილ წარმოებად მოიაზრება. ბრენდი მომხმარებელს თევზეულისა და ზღვის პროდუქტების ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ოკეანეს” ხიზილალა და კალმახი, რომელიც ოზურგეთში – კომპანიის მფლობელობაში არსებულ მეურნეობაში გამოჰყავთ. “ოკეანეს” საწარმოს წარმადობა ყოველთვიურად 30 ტონას აჭარბებს.