მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ნუტრიმაქსი

ნუტრიმაქსი

ღოღობერიძის 68ბ, თბილისი, საქართველო
+ 995 32 230 53 35
info@nutrimax.ge
http://nutrimax.ge

კომპანია „ნუტრიმაქსი“ 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა საშუალო და მცირე ფერმერთა ცხოველებისა და ფრინველების უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის საკვებით, მისი დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით. „ნუტრიმაქსის“ მომხმარებლები არიან საქართველოს მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერები. მათ წარმატებულ საქმიანობაზე ზრუნვა კომპანიის მთავარი ამოცანაა.

კომპანიის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.

ბრენდი – „ნუტრიმაქსი“ ახალი ბრენდია, რომელიც სპეციალურად შეიქმნა 2016 წელს ახალი საწარმოს გახსნასთან დაკავშირებით. ბრენდი თავის თავში ეტაპობრივად გააერთიანებს ცხოველის, ფრინველის და თევზის საკვების იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის კრიტიკულად აუცილებელია.