მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ნუტრიმაქსი, შპს

ნუტრიმაქსი, შპს

ღოღობერიძის 68ბ, თბილისი, საქართველო
+ 995 32 230 53 35
info@nutrimax.ge
http://nutrimax.ge

კომპანია „ნუტრიმაქსი“ 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა საშუალო და მცირე ფერმერთა ცხოველებისა და ფრინველების უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის საკვებით, მისი დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით. „ნუტრიმაქსის“ მომხმარებლები არიან საქართველოს მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერები. მათ წარმატებულ საქმიანობაზე ზრუნვა კომპანიის მთავარი ამოცანაა.

2013 წლიდან კომპანია „ნუტრიმაქსსა“ და Trouw Nutrition-ს შორის გაფორმებულია Know-How შეთანხმება, რომელიც გულისხმობს მათი ცოდნისა და ტექნოლოგიების დანერგვას კომპანიასა და მომხმარებლებში. ამ შეთანხმების ფარგლებში კომპანიის სპეციალისტები გადიან გადამზადებას ჰოლანდიაში, Trouw Nutrition-ის ოფისებში, საწარმოებსა და კვლევით ცენტრებში. ხელშეკრულება ითვალისწინებს ჰოლანდიელ სპეციალისტთა საქართველოში ჩამოსვლასაც და ტრენინგების ჩატარებას როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი კლიენტი ფერმების თანამშრომელთათვის. ცოდნისა და გამოცდილების ამგვარი გაზიარების შედეგად, მუდმივად ვცდილობთ ინოვაციური პროექტების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას.

ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს, მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ვეტერინარული ან ზოოტექნიკური განხრით იძენენ ცოდნას და ეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზებაში.

2016 წლის სექტემბერში გაიხსნა „ნუტრიმაქსის“ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმო, რომლის წლიური წარმადობა იქნება დაახლოებით 50 000 ტონა საკვები ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისათვის. პროექტი განხორციელდა Trouw Nutrition-ის აქტიური ჩართულობით და კონსულტაციებით, რაც უზრუნველყოფს ახალი ქარხნის შესაბამისობას თანამედროვე სტანდარტებთან. Trouw Nutrition მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მონაწილეობას ქარხნისა და წარმოების მართვის საკითხებში. ეს მოგვცემს ევროპული სტანდარტების დანერგვისა და მომხმარებლისათვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზების საშუალებას.

საკვები პროდუქცია, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობისა და მეთევზეობის სექტორზეა გათვლილი, ამარაგებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიასაც.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...