მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ნოვა, შპს

ნოვა, შპს

რ. აგლაძის 45, თბილისი, საქართველო
პ. ბაგრატიონის 105 ბ, ბათუმი, საქართველო
+995 32 200 33 33
nova@nova.ge
http://nova.ge

შპს ნოვას ისტორია 2006 წელს იწყება. პირველ ეტაპზე კომპანიის საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტით და რეალიზაციით შემოიფარგლებოდა. 2011 წლიდან კი კომპანიამ სამშენებლო მასალების წარმოების ხაზების ეტაპობრივი განვითარება დაიწყო.

პირველ ეტაპზე ნოვა თბილისის ფილიალში იწყებს სასახურავე მასალების ფერის, ზომისა და ფორმის მიხედვით წარმოებას. 2012 წელს ნოვა თაბაშირ-მუყაოს პროფილების და აქსესუარების საწარმოო ხაზს ნერგავს. პარალელურად იხსნება ნოვას ბათუმის ფილიალი. 2013 წლიდან კომპანიამ ISO 9001:2008 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელია. 2014 წელს ნოვას ბათუმის ფილიალში პოლიეთილენის წყლის ავზების საწარმო იხსნება. იმავე წელს ნოვა ზედაპირის სასწორებელი პროფილების წარმოებას იწყებს. 2014 წელს წარმოების დაწყებისთანავე პროდუქციის ექსპორტი მეზობელ სომხეთშიც დაიწყო და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.

პოლიეთილენის წყლის ავზების წარმოება კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა. გარდა ამისა კომპანია ათობით დასახელების სხვადასხვა ნაწარმს აწარმოებს. პროდუქციის დათვალიერება შესაძლებელია როგორც კომპანიის ვებსაიტებზე – nova.ge, avzi.ge, novabmc.ge, ასევე შოურუმებში მისამართებზე: თბილისი, აგლაძის 45 და ბათუმი, ბაგრატიონის 105ბ.

ხარისხის დამადასტურებელი სათანადო სერთიფიკატები გაძლევთ პროდუქტის ეკოლოგიური უსაფრთხოების გარანტიას: “პოლიეთილენის ავზები სასმელი წყლისათვის” დამადასტურებელი ტექნიკური პირობების შესაბამისობის სერთიფიკატი (გაცემის თარიღი 2014 წლის დეკემბერი) და ISO 9001:2008 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დამასტურებელი სერთიფიკატი (დაინერგა 2013 წლიდან).

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...