მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ნინოწმინდის თაფლი

ნინოწმინდის თაფლი

იოანე პეტრიწის 2, ახალციხე, საქართველო
+ 995 593 90 30 60
skakody@gmail.com

2016 წელს 5 თანამოაზრის მიერ ახალციხეში დაფუძნებული კოოპერატივი “კოდი” დღეს უკვე 11 წევრს აერთიანებს, 420-ზე მეტ სკიან საფუტკრე მეურნეობას უძღვება, წელიწადში 7-10 ტონა უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე ალპური ზონის თაფლს აწარმოებს, თავისივე საწარმოში გადაამუშავებს და სამი სახის ნაწარმს ბრენდული დასახელებით – “ნინოწმინდის თაფლი” ჰყიდის.

ჯავახეთის ზეგანზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოწეული თაფლი ოდითგანვე განთქმული იყო სამცხე ჯავახეთის მოსახლეობაში. იგი ერთგვარი არაოფიციალური ბრენდია. ცნობილია რომ „ნინოწმინდის თაფლი“ არის კარგი ანთების საწინააღმდეგო საშუალება. იგი შეიცავს ვიტამინ „C“-ს, რკინას, კალიუმს, სპილენძს, რომლებიც ხელს უწყობენ ჭრილობების სწრაფ შეხორცებას. თაფლი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ჰიპერტონიული დაავადების დროს.

“ნინოწმინდის თაფლი” ივნისი-ივლისის პერიოდში სუბალპური და ალპური ზონის ველის მცენარეებიდან გროვდება. იგი ღია მოყვითალო, ან ღია მომწვანო, ან უფერო, თითქმის გამჭვირვალე, მაღალი საგემოვნო თვისებების მატარებელი თაფლია. კრისტალიზაციისას ნინოწმინდის თაფლი გარდაიქმნება თეთრი ფერის ან სპილოსძვლისფერ, წვრილკრისტარიზირებულ, სქელ ან მყარ მასად. ის შეიცავს 75%-ზე მეტ ინვერსირებულ შაქრებს.

კოოპერატივმა 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში მონაწილეობა მიიღო იაპონიის 3 ქალაქში (ნისეკო, ივამიზავა, ტოკიო) გამართულ ქართული ღვინისა და თაფლის გამოფენა – დეგუსტაციის ღონისძიებაში და დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ორგანიზატორებში, ასევე ღონისძიების მონაწილეებს შორის. გამოფენა-დეგუსტაციის ორგანიზატორი და სპონსორი იყო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ასოციაციია (JICA). ჩვენი თაფლის იმპორტით დაინტერესებულია იაპონელ მეწარმეთა 2 ჯგუფი.

კოოპერატივ “კოდი”-ს და მასში გაერთიანებული მეფუტკრეების მიზანია “ნინოწმინდის თაფლი“-ს სამკურნალო, მაღალი საგემოვნო და უნიკალური თვისებები მთელ საქართველოს გააცნოს და ეროვნული მნიშვნელობის ბრენდად აქციოს.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...