მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ნიკორა, სს

ნიკორა, სს

მ. ქავთარაძის 11, თბილისი 0180, საქართველო
+ 995 32 269 55 50
contact@nikora.ge
http://nikora.ge
FB / ნიკორა

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნებული “ნიკორა” დღეს უკვე ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმის, ღვინის და სალათების საწარმოებს აერთიანებს, 4000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, 500-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს და დაახლოებით 220 საკუთარ სავაჭრო ობიექტს ფლობს. “ნიკორა” ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს და როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს.

დღეს კომპანიის მფლობელობაშია რეგიონალური საწარმო ფოთში, საკალმახე მეურნეობა ოზურგეთში და სასაქონლე ფერმა გარდაბნის რაიონში. ამასთანავე, სწორედ “ნიკორა” გახლდათ კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო საფირმო ქსელის განვითარება და მომხმარებელს მაღაზიებში მისივე დამზადებული პროდუქცია შესთავაზა. “ნიკორა” ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელით – 200-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. “ნიკორას” ბრენდის ქვეშ არსებული სუპერმარკეტების გარდა, ჰოლდინგის მფლობელობაშია “ნუგეშის”, “ლიბრესა” და “სანდეის” სავაჭრო ობიექტები. კომპანია 500-მდე დასახელების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა. თანამშრომლების რიცხვი კი 4000-ზე მეტია.

“ნიკორა” იყო ერთ-ერთ პირველი სურსათის მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელმაც აიღო ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ISO 9001:2008; ISO 22000:2005 სერტიფიკატები.