მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ნატურალისტი, შპს

ნატურალისტი, შპს

ბაღდათის რაიონი, სოფელი ფერსათი, საქართველო
+ 995 591 09 84 72
info@tafluchi.ge
http://tafluchi.ge

შპს ნატურალისტი გთავაზობთ უნიკალურ სასმელს – 100% ნატურალური თაფლისგან გამოხდილი არაყი – თაფლუჭი, რომელიც ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იწარმოება.

თაფლუჭი არაყის ახალი ბრენდია, რომელიც 2016 წელს შეიქმნა. ნიმუშის გამოსვლისთანავე კომპანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 2016 წლის 20-24 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში გაიმართა ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2016), რომელშიც კორეელი ორგანიზატორის – World-OKTA-ს მოწვევით მოძრაობა KAR.GE-ს ორგანიზატორობით ქართულმა დელეგაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე საქართველოში 46 მწარმოებლის მიერ წარმოებული 124 სხვადასხვა სახის ნაწარმი პროდუქტების 17 კატეგორიაში 6 სტენდიან ქართულ პავილიონში იყო წარმოდგენილი. წარდგენილ ქართულ ნაწარმს შორის იყო თაფლუჭი.

საქართველოს ცის ქვეშეთში, მზის ენერგიით დატვირთულ მრავალფეროვანი ყვავილების ნექტრის სიკეთეს ფუტკარი თაფლის სახით გვაწვდის. ეს სიკეთე კი თაფლუჭშია შეკრებილი. თაფლუჭი დისტილირდება მხოლოდ ნატურალური თაფლისა და ცვილისგან ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე. აქვს სასიამოვნო გემო და არომატი. გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ჩამოსხმულია 500 მილილიტრიან ბოთლში.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...