მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ნაზვრევი, შპს

ნაზვრევი, შპს

კომპანიის დასახელება: შპს ნაზვრევი
მისამართი: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ნინოწმინდა.
ვებსაიტი: –
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100009651697165
საკონტაქტო პირი: კონსტანტინე თოფურია
ტელეფონი: 568 708 708
ელ.ფოსტა: k.topuria28@gmail.com

შპს “ნაზვრევი” 2014 წლიდან ოპერირებს საგარეჯოს რაიონის ულამაზეს სოფელ ნინოწმინდაში და აგრობიზნესითაა დაკავებული. კომპანია საქმიანობას სამი მიმართულებით ავითარებს:

  1. კომპანიის საკუთრებაშია სატბორე მეურნეობა, სადაც იწარმოება მტკნარი წყლის თევზის ორ სახეობა: სარკისებრი კობრი და თეთრი ამური. კომპანიამ მიზნად დაისახა თავისი პროდუქტი ეწარმოებინა მხოლოდ საქართველოში წარმოებული მცენარეული საკვების გამოყენებით, რაც გამორიცხავს ყოველგვარ ხელოვნურ საკვებს, ქიმიურ ჩარევას, აგრეთვე ცოცხალი ორგანიზმის ზრდის ხელოვნურ სტიმულირებას. ეს პროდუქციის გემოვნურ თვისებებზეც დადებითად აისახება. შემოდგომიდან ნაზვრევის წარმოებული სასაქონლო კობრი და ამური დახლებზე გამოჩნდება.
  1. მიმდინარეობს ვენახის ჩაყრა და იგეგმება ბიო ღვინის წარმოება ევროპული სტანდარტით. ეს იმ ტრადიციის გაგრძელებაა, რაც ამ ადგილებში საუკუნეების წინ არსებობდა. მიზანი არის ბიო ღვინის წარმოება საექსპორტო დანიშნულებით. ამოცანა ფრიად ამბიციურია, მაგრამ ნაზვრევში ამ გადაწყვეტილების რეალიზება ნაბიჯ-ნაბიჯ უკვე მიმდინარეობს.

აი დღესდღეობით შპს ნაზვრევს ორპინგტონის ჯიშის იხვი გააქვს ბაზარზე:

  1. კომპანია აშენებს ორპინგტონის ჯიშის იხვს, რომელიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. არის ნაკლებ ცხიმიანი, გავრცელებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში და წარმატებით გამოიყენება მათ სამზარეულოში. კომპანიაში შექმნილია სადედე ჯოგი და შეუძლიათ დაინტერესებული კვების ობიექტებისგან შეკვეთების მიღება იხვის მიწოდებაზე.