მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მწვანე ჩაი, ერთჯერად პაკეტებში

მწვანე ჩაი, ერთჯერად პაკეტებში

სოფელი შემოქმედი, ოზურგეთი, საქართველო
+ 995 599 952 595
info@milmartea.ge
http://milmartea.ge

ქართული ჩაის ბრენდი “შემოქმედი”-ს მფლობელია შპს “მილმართი” 2011 წლიდან 100% ადგილობრივი ნედლეულით და იაპონური ტექნოლოგიებით წელიწადში დაახლოებით 15 000 კგ მსხვილფოთლოვან უმაღლესი ხარისხის გრეხილ მწვანე და შავ ჩაის 9 სახეობას აწარმოებს.

მწვანე ჩაი ერთჯერად პაკეტებში კომპანიის შედარებით ახალი პროდუქტია, რომელიც ბაზარზე არსებული მოთხოვნის შედეგია. უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაის 25 ერთჯერადი პაკეტი ცალკე შეფუთვით იყიდება. პაკეტებში არ გამოიყენება ლითონი და მზადდება ტექნოლოგიით, რომელიც ყველაზე მკაცრ სტანდარტსაც კი აკმაყოფილებს.