მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მწვანე ჩაი, დასაყენებელი, 100გ

მწვანე ჩაი, დასაყენებელი, 100გ

სოფელი შემოქმედი, ოზურგეთი, საქართველო
+ 995 599 952 595
info@milmartea.ge
http://milmartea.ge

ქართული ჩაის ბრენდი “შემოქმედი”-ს მფლობელია შპს “მილმართი” 2011 წლიდან 100% ადგილობრივი ნედლეულით და იაპონური ტექნოლოგიებით წელიწადში დაახლოებით 15 000 კგ მსხვილფოთლოვან უმაღლესი ხარისხის გრეხილ მწვანე და შავ ჩაის 9 სახეობას აწარმოებს.

უმაღლესი ხარისხის დასაყენებელი გრეხილი მსხვილფოთლოვანი მწვანე ჩაი 100 გრამიან შეფუთვებში კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია. იკრიფება და თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზით უმაღლეს დონეზე მუშავდება 2-3 დუყი, რაც უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ჩაის იძლევა. შემოქმედის მწვანე ჩაი განსხვავდება ბაზარზე არსებული ბევრი კონკურენტი პროდუქტისგან იმით, რომ ეს არის ორიგინალური ტექნოლოგიით დამზადებული მსხვილფოთლოვანი გრეხილი ჩაი. დააკვირდით ფოთოლს.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...