მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მწვანე ბაიხის ჩაი – ხელნაკეთ 200გრ.-იან ტომსიკებში

მწვანე ბაიხის ჩაი – ხელნაკეთ 200გრ.-იან ტომსიკებში

ქართული ჩაის ბრენდი შემოქმედი-ს მფლობელია შპს მილმართი, რომელიც 2011 წლიდან არსებობს და ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის მწვანე და შავი ჩაის წარმოებაზე. დღეისათვის კომპანია კლასიკურ მეთოდებზე დაყრდნობითა და თანამედროვე მოთხოვნების ტექნოლოგიების დაცვით წელიწადში დაახლოებით 15 000 კგ მსხვილფოთლოვან უმაღლესი ხარისხის გრეხილ მწვანე და შავ ჩაის აწარმოებს. პროდუქცია ფასოვდება დასაყენებელი ჩაის სახით და იყიდება ძირითადად ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და რა თქმა უნდა ქართულ ბაზარზე.

უმაღლესი ხარისხის დასაყენებელი გრეხილი მსხვილფოთლოვანი მწვანე ბაიხის ჩაი 200 გრამიან ორიგინალურ შეფუთვებში კომპანიის ასორტიმენტის ერთ-ერთი მშვენებაა. იკრიფება და თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზით უმაღლეს დონეზე მუშავდება 2-3 დუყი, რომელიც უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ჩაის იძლევა. მწვანე ჩაი განსხვავდება ბაზარზე არსებული ბევრი კონკურენტი პროდუქტისგან იმით, რომ ეს არის ორიგინალური ტექნოლოგიით დამზადებული მსხვილფოთლოვანი გრეხილი ჩაი, დააკვირდით ფოთოლს. პროდუქტი სპეციალურადაა შექმნილი სასაჩუქრე დანიშნულებით.

დღეისათვის წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტში შედის: შავი ბაიხის ჩაი, დასაყენებელი, 100გ; შავი ბაიხის ჩაი, ერთჯერად პაკეტებში; შავი ბაიხის ჩაი, დასაყენებელი, 50გ; მწვანე ჩაი, დასაყენებელი, 100გ; მწვანე ჩაი, ერთჯერად პაკეტებში; მაყვლის ფოთლის ჩაი, დასაყენებელი, 75გ; მოცვის ფოთლის ჩაი, დასაყენებელი, 75გ; მწვანე ბაიხის ჩაი – ხელნაკეთ 200გრ.-იან “ტომსიკებში“;