მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მშენებელი
მშენებელი

მშენებელი

შპს ჯეო თოიზ 2015 წელს დაფუძნდა ახალგაზრდა ენთუზიასტების მიერ. ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული ჯანსაღი და უნიკალური ქართული ხის სათამაშოები უკვე ერთ წელია ქსელში იყიდება და ჩვენს ბავშვების ანალიტიკურ, მოტორიკულ, მეხსიერების, კოგნიტიურ და ვიზუალურ-სივრცითი აღქმის უნარებს ავითარებს.

მშენებელი – ანალიტიკური და მოტორიკული უნარების განვითარებისათვის შექმნილი თამაშია. ხის სხვადასხვე ფორმის და ფერის სათამაშოებთან ურთიერთობისას ბავშვი ვითარდება როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად. იგი ხელში გრძნობს ფიგურას, ხის ფიგურას, რომელსაც რეალური ფორმა აქვს და რაც მთავარია ჯანსაღია. აკეთებს იმას, რასაც მოინდომებს შეზღუდვების გარეშე.

სათამაშოს შეძენა შეიძლება როგორც შეკვეთით, ასევე ბიბლუსის ქსელში. ბიბლუსშივე შეგიძლიათ შპს „ჯეო თოიზ“-ის მიერ შექმნილი 10-მდე სხვა სათამაშოს შეძენაც.