მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოცვის ფოთლის ჩაი, დასაყენებელი, 75გ

მოცვის ფოთლის ჩაი, დასაყენებელი, 75გ

ქართული ჩაის ბრენდი შემოქმედი-ს მფლობელია შპს მილმართი, რომელიც 2011 წლიდან არსებობს და ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის მწვანე და შავი ჩაის წარმოებაზე. დღეისათვის კომპანია კლასიკურ მეთოდებზე დაყრდნობითა და თანამედროვე მოთხოვნების ტექნოლოგიების დაცვით წელიწადში დაახლოებით 15 000 კგ მსხვილფოთლოვან უმაღლესი ხარისხის გრეხილ მწვანე და შავ ჩაის აწარმოებს. პროდუქცია ფასოვდება დასაყენებელი ჩაის სახით და იყიდება ძირითადად ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და რა თქმა უნდა ქართულ ბაზარზე.

ქართული მოცვის ფოთლის ჩაი შემოქმედის უახლესი პროდუქტია. დამზადებული დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, ორიგინალური ტექნოლოგიით, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში ნაკრეფი ნედლეულიდან. გამოიყენება: დიაბეტის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის სამკურნალოდ, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. მასში შემავალი ნივთიერებები, ებრძვის მიკრობებსა და ბაქტერიებს, აძლიერებს და ასუფთავებს ღვიძლს, ამაღლებს შრომისუნარიანობასა და სასიცოცხლო ტონუსს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნას. შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს, ჰიდროქინონს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, არბუთინს და სხვა. გამოირჩევა განსაკუთრებული სასიამოვნო, ჰაეროვანი სურნელით, არომატითა და გემოთი. არ შეიცავს კოფეინს.

დღეისათვის წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტში შედის: შავი ბაიხის ჩაი, დასაყენებელი, 100გ; შავი ბაიხის ჩაი, ერთჯერად პაკეტებში; შავი ბაიხის ჩაი, დასაყენებელი, 50გ; მწვანე ჩაი, დასაყენებელი, 100გ; მწვანე ჩაი, ერთჯერად პაკეტებში; მაყვლის ფოთლის ჩაი, დასაყენებელი, 75გ; მოცვის ფოთლის ჩაი, დასაყენებელი, 75გ; მწვანე ბაიხის ჩაი – ხელნაკეთ 200გრ.-იან “ტომსიკებში“;