მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ექსპორტი > სასწრაფოდ სიახლე 15+ საექსპორტო ნაწარმი, რომლებზედაც არის მოთხოვნა ყატარიდან

სასწრაფოდ სიახლე 15+ საექსპორტო ნაწარმი, რომლებზედაც არის მოთხოვნა ყატარიდან

მათთვის, ვინც არ იცის …
ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ განვაცხადეთ და ექსპორტიორთან დავაკავშირეთ მწვანილის მწარმოებლები. ამას მოჰყვა რეალური ექსპორტი, რასაც ვიზუალურად შეგიძლიათ შეავლოთ თვალი (დოჰადან გამოგზავნილ სურათებს). პროდუქციის პარტია გადის ყოველ დღე.

თუმცა არ ვჩერდებით …
ყატარის მიმართულებით მეორე არხი გაიჭრა. ჯამში ამ მომენტში არის მოთხოვნა შემდეგ 15+ სხვადასხვა პროდუქციაზე და არა მხოლოდ:

ხილი:
ვაშლატამა
ატამი
ჟოლო
თუთა
მარწყვი
მაყვალი

ბოსტნეული, მწვანილეული:
ქინძი
ოხრახუში
ნიახური
კამა
პიტნა
ნედლი ხახვი
სალათის ფოთოლი
კომბოსტო

სხვადასხვა:
ვაშლის ძმარი

და ეს სულაც არაა შეზღუდვა …

ყატარიდან მიდგომა ასეთია: შემოგვთავაზეთ … და თუ ფასი მისაღები იქნება, ვიყიდით!

ანუ, თუ აწარმოებთ რამეს ამ ჩამონათვალიდან და მოცულობის მოწოდება შეგიძლიათ, დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ 577 73 79 64 ან info@kar.ge ან მოგვწერეთ FB გვერდზე PM.

შემდეგი სვლები ასეთი იქნება: ჩვენ აგიხსნით სიტუაციას, თქვენ გააკეთებთ კომერციულ წინადადებას (მოგაწვდით ფორმას და მისი მიხედვით) და ჩვენ კომერციულ წინადადებას გადავაგზავნით მყიდველთან. დანარჩენი მუშაობის შედეგად გამოჩნდება. ცხადია არაფერს გპირდებით. ეს შესაძლებლობაა რომლის გამოსაყენებლად ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ და ცოტაც თუ გაგვიმართლებს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო როგორც იტყვიან …

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"