მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მილმართი, შპს

მილმართი, შპს

სოფელი შემოქმედი, ოზურგეთი, საქართველო
+ 995 599 952 595
info@milmartea.ge
http://milmartea.ge

2011 წელს “შემოქმედის ექსპერიმენტული ჩაის საწარმო“-ს ბაზაზე (შეიქმნა 1975 წ.) ჩამოყალიბდა შპს “მილმართი”, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია მაღალი რენტაბელობის მქონე, უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მწვანე და შავი ჩაის წარმოებაზე. ჩაი იკრიფება ხელით, მაღალი ხარისხის სპეციალური ნედლეულიდან (2-3 ფოთლოვანი დუყი), რომელიც იზრდება დასავლეთ საქართველოს მთიან, ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში, კერძოდ გურიის მთიანი ეკოლოგიური ზონის ჩაის პლანტაციებში, სადაც არ არის გამოყენებული სასუქი, პესტიციდები და შხამ ქიმიკატები. ამიტომ, გამომუშავებული პროდუქცია სასარგებლო თვისებებით, მაღალი ხარისხითა და არაჩვეულებრივი გემოთი გამოირჩევა.

შპს “მილმართი” მონაწილეობს ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა ჩაის გამოფენებში, სადეგუსტაციო ღონისძიებებსა და კონკურსებში, სადაც პროდუქცია ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებასა და აღიარებას იმსახურებს ჩაის სპეციალისტებისა და მომხმარებლების მხრიდან. 2015 წ. ოქროს მედალი მიღებული აქვს ჩაის საერთაშორისო ფესტივალში და პირველი ადგილი საუკეთესო შავი და მწვანე ჩაის ნომინაციებში.

1990 წლის შემდეგ საქართველოს ჩაის ბუჩქებში არანაირი სასუქები არ შეტანილა, რაც წინაპირობა გახდა იმისა, რომ გვეწარმოებინა ეკოლოგიურად სუფთა ჩაის პროდუქცია. დღეისათვის, კომპანია კლასიკურ მეთოდებზე დაყრდნობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, აწარმოებს წელიწადში 15 000 კგ. მსხვილფოთლოვან უმაღლესი ხარისხის მწვანე და შავ ჩაის გრეხილი ტექნოლოგიით, რომელიც მთლიანად მზადდება იაპონურ ტექნოლოგიურ ხაზზე. წარმოებული ჩაი მიეკუთვნება პრემიუმ სეგმენტს და ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 9 პოზიციით “შემოქმედი“-ს ბრენდით. 2015 წლიდან იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა მთის ველური მოცვისა და მაყვლის ფოთლის ჩაი.

რადგანაც რაოდენობა შეზღუდულია კომპანიის პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად რეალიზაცია უკეთდება დიდი სუპერმარკეტების ქსელებსა და ჩაის სპეციალიზირებულ მაღაზიებში. ასევე ბრენდირებულ კაფეებსა და რესტორნებში. ადგილობრივი ბაზრის გარდა ჩვენი პროდუქცია გადის ექსპორტზე: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.