მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მზარეული

მზარეული

მ. ქავთარაძის 11, თბილისი 0180, საქართველო
+ 995 32 269 55 50
contact@nikora.ge
http://nikora.ge

1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნებული “ნიკორა” დღეს უკვე ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმის, ღვინის და სალათების საწარმოებს აერთიანებს, 4000-მდე ადამიანს ასაქმებს, 500-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს და 206 საკუთარ სავაჭრო ობიექტს ფლობს. საწარმოებში მრავალი წელია დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2008 და სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა ISO 22000:2005.

“მზარეული” ნახევარფაბრიკატების ქართული ბრენდია.

ქართული, რუსული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს “ნიკორას” შვილობილი კომპანია “მზარეული” 2003 წლიდან აწარმოებს. 60-მდე სახეობის პროდუქტი ISO-ს სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საწარმოში მზადდება და გამორჩეული საგემოვნო თვისებების წყალობით, სამომხმარებლო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

“მზარეულის” პროდუქცია მაქსიმალურადაა გაჯერებული იმ ვიტამინებითა და სასარგებლო ელემენტებით, რაც ნედლი პროდუქტისთვისაა დამახასიათებელი, რადგან მისი წარმოებისას გამოიყენება გაყინვის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მზა პროდუქციაში მაქსიმალურად უზრუნველყოფს საგემოვნო თვისებებისა და კვებითი ღირებულებების შენარჩუნებას.

“მზარეული” სს “ნიკორას” ჰოლდინგში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. მასში განთავსებულია “დომინიონის”, “ჰაეკის”, “ალოპაკის”, “მაუტინგის” “შალერისა” და სხვა ცნობილი მწარმოებლების თანამედროვე დანადგარები.