მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მზარეულის საცხობი

მზარეულის საცხობი

მ. ქავთარაძის 11, თბილისი 0180, საქართველო
+ 995 32 269 55 50
contact@nikora.ge
http://nikora.ge
FB / ნიკორა

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნებული “ნიკორა” დღეს უკვე ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმის, ღვინის და სალათების საწარმოებს აერთიანებს, 4000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, 500-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს და დაახლოებით 220 საკუთარ სავაჭრო ობიექტს ფლობს. “ნიკორა” ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს და როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს.

“მზარეულის საცხობი” პურპროდუქტების ქართული ბრენდია.

მზარეულის საცხობი” “ნიკორას” ჰოლდინგში 2008 წელს გაერთიანდა, საზოგადოებაში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღეს, კომპანიის ერთ-ერთ წარმატებულ ბრენდად ითვლება.

“მზარეულის” საწარმო თანამედროვე იტალიური დანადგარებითაა აღჭურვილი და საერთაშორისო სტანდარტების პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. უმაღლესი ხარისხისაა ნედლეულიც, რომელიც პროდუქციის წარმოების პროცესში გამოიყენება და ავსტრიის, ბელგიის, თურქეთისა და რუსეთის ავტორიტეტულ ქარხნებშია დამზადებული.

ასორტიმენტშია: სხვადასხვა სახეობის პური, გაყინული პროდუქტები, ფუნთუშეული და ტორტები.