მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მედა ბრაითი

მედა ბრაითი

შპს “მედა ბრაითი” ქართულ-ებრაული საწარმოა, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. მედა ბრაითი ქართული ბრენდია, რომელიც საქართველოში ქმნის პროდუქციას. პროდუქცია გათვლილია როგორც საოჯახო მეურნეობებზე, ასევე ორგანიზაციებზე. კომპანიის დაპირებაა ხარისხიანი პროდუქციის ბაზრისთვის ხელმისაწვდომ ფასში მიწოდება.

პროდუქცია იწარმოება საქართველოში ისრაელის გამოცდილებით და ტექნოლოგიით. მედა ბრაითის უნიკალური პროდუქცია მოეწონებათ როგორც დიასახლისებს საოჯახო სისუფთავის დაცვაში, ასევე ავტომობილის მფლობელებს. წარმოებული პროდუქციაა: ანტიფრიზი, ფორმულა 60, ორანიტი, შტიფომატი, შუმანითი, ექსტრა, თხევადი საპონი, პორცელანი, კუმკუმითი, ავტოქაფი, ხალონითი, ავტო შამპუნი, პრიალონი და სურნელოვანი სითხე.

პროდუქცია იყიდება უშუალოდ საწარმოდან. კომპანიის ამოცანაა გააფართოვოს ქსელი, რომ რაც შეიძლება მეტ სავაჭრო ობიექტში იყოს ხელმისაწვდომი მისი პროდუქცია. შეგიძლიათ შეუკვეთოთ და პროდუქციას ადგილზე მოგართმევენ.