მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მარწყვი
ქართული მარწყვი

მარწყვი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჯორჯიან აგრო ექსპორტ გრუპი სათბურის პირობებში მარწყვს აწარმოებს. დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში აგებული 500 კვადრატულ მეტრიანი სასათბურე მეურნეობა აღჭურვილია ავტომატური წვეთოვანი მორწყვის სისტემით და ორ იარუსიანი სტელაჟებით, სადაც განთავსებულია 12,000-მდე სან-ანდრეასის და “ელიზავეტა II”-ს ჯიშის მარწყვის ნერგი.

„სან-ანდრეასის“ ჯიშის მარწყვს აქვს საოცარი თვისება – იგი წლის ნებისმიერ დროს მუდმივად იძლევა მოსავალს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მოუვლი მოსავალი მუდმივად გექნება და ისღა დაგრჩენია ბაზარზე იზრუნო. მიზნობრივი აუდიტორიაა საცალო და საბითუმო ობიექტები, რესტორნები და სუპერმარკეტები.

ბრენდი – ქართული მარწყვი ვითარდება. ჯორჯიან აგრო ექსპორტ გრუპი ეტაპობრივად ზრდის წარმოებას და მარწყვის ექსპორტს მეზობელი ქვეყნებისა და ევროკავშირის ბაზარზე გეგმავს.

გალერეა